"დღეს არა, რა" - ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ქმრები უფრო ხშირად ამბობენ ამ სიტყვებს სექსზე უარის ნიშნად, ვიდრე ქალები. ამერიკელი მეცნბიერების კვლევის თანახმად, ქორწინებაში მყოფი ქალების მხოლოდ 9% ამბობს უარს სექსზე. 14% ხანდახან ეუბნება უარს ქმარს, ხოლო 60% ამბობს, რომ ქმარი უფრო ხშირად ეუბნება სექსზე უარს, გამოკითხული ქალების 17% კი აღნიშნავს, რომ მართალია, ქმარი უარს არ ეუბნება ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე, მაგრამ უფრო ხშირად ისურვებდნენ სიყვარულით დაკავებას.
ბიოლოგიური მიზეზები
მამაკაცის მხრიდან სექსზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება ფიზიკური მდგომარეობა იყოს, რომელიც ლიბიდოზე ახდენს გავლენას. მაგალითად ანტიდეპრესანტების მიღება სექსის სურვილს ამცირებს, იგივე ხდება ზოგიერთი კარდიოლოგიური დაავადების დროს, ჰორმონული ცვლილებების ან მედიკამენტოზური მკურნალობის პერიოდში. ამ ყველაფერმა შეიძლება ერექციული დისფუნქციაც გამოიწვიოს.
ემოციური მიზეზები
ფსიქოლოგიური ტრავმები, დეპრესია, სტრესი, ზოგადი გადაღლა, რაც თანამედროვე მამაკაცისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. „ქალები სათანადო სერიოზულობით არ აღიქვამენ ქმრების ემოციურ მდგომარეობას, მათ სტრესულ ცხოვრებას, რის გამოც მამაკაცებს სექსზე ფიქრიც კი არ შეუძლიათ“ - აცხადებს დევისი.
ცოლ-ქმრული ურთიერთობის ხარისხი
ის დრო წავიდა, როცა სექსი ოჯახურ კონფლიქტში შესარიგებელ ფუნქციას ასრულებდა.
„სექსუალური სურვილის არქონას სექსუალურ დისფუნქციაში ნუ აურევთ. დისფუნქცია ნამდვილად არის სექსზე უარის თქმის მიზეზი, თუმცა ქმრები ძირთადად, იმავე მიზეზით ამბობენ ინტიმურ კავშირზე უარს, რის გამოც ქალები. მაგალითად, უარის მიზეზი შეიძლება გახდეს მეუღლის მიმართ წყენა და უსიამოვნება. ქალი უარს იტყვის სექსზე თუ ქმართან აღარ გრძნობს ემოციურ სიახლოვეს და ურთიერთგაგებას. იგივე ემართებათ მამაკაცებსაც. წყენა, იმედგაცრუება და ცუდი განწყობა, რომელიც ოჯახური კონფლიქტით არის პროვოცირებული, მეუღლისთვის სასურველ პარტნიორად ვერცერთ მამაკაცს ვერ აქცევს“ - ამბობს დევისი და ცოლებს ურჩევს, მეტი მხარდაჭერა აგრძნობინონ ქმრებს და გაცილებით მეტ სექსუალურ მუხტს მიიღებენ მათგან.