თუ შვილმა თქვენ და თქვენს მეუღლეს უხერხულ ვითარებაში შეგისწროთ...
თუ შვილმა თქვენ და თქვენს მეუღლეს უხერხულ ვითარებაში შეგისწროთ...
თითქმის ყველა მშობელს მოუწევს ადრე თუ გვიან უპასუხოს შვილის შეკითხვს, საიდან ჩნდებიან ბავშვები. ამას მოჰყვება შელამაზებული ამბები წეროსა და ლამაზ კომბოსტოზე. მაგრამ ბევრად უარესიც შეიძლება მოხდეს და ბავშვმა მეუღლესთან საკმაოდ თამამი ალერსის დროს მოგისწროთ. რა უნდა ქნათ ამ დროს?

პირველ რიგში პანიკას არ უნდა აყვეთ. თუ ბავშვი პატარაა, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ხუმრობად და თამაშად გაასაღოთ. რაც მთავარია, არ გამოხატოთ შიში, ღელვა, შფოთი და ისტერიკა. შეინარჩუნეთ დადებითი ემოციები, აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, რათა არ შეაშინოთ ის. საუკეთესო გამოსავალია თუ
მოახერხებთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაუტანოთ. ან თავად მას დაუსვით შეკითხვა: რატომ არ გძინავს, აქ რას აკეთებ, ხომ არაფერი გინდა და ა.შ. ასეთი შინაარსის გასაუბრება ვითარებას განმუხტავს.

უკეთესია, რომ ბავშვი თავიდანვე მიაჩვიოთ სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას. ამისათვის საკმარისია ასწავლოთ, რომ საძინებლის, საპირფარეშოს ან აბაზანის მოხურული კარის წინ აუცილებლად უნდა შეჩერდეს, რომ დაუკაკუნებლად ამ ოთახების კარის შეღება არ შეიძლება. ბავშვი თანდათან მიეჩვევა იმ აზრს, რომ უფროსები ზოგჯერ მარტო რჩებიან და ხელი არ უნდა შეუშალოს.

თუ საძინებლის კარი მოულოდნელად 8-9 წლის შვილმა შემოგიღოთ, საქმე უფრო რთულადაა და ხუმრობა ან ყურადღების გადატანა აქ არ "იმუშავებს". ბავშვმა
შეიძლება არც არაფერი გკითხოთ, მაგრამ ნანახით ჩუმად დაიტანჯოს. თუ ხედავთ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვი აშკარად შეიცვალა, გაგირბით და შფოთავს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. სპეციალისტი ამ პრობლემას დროულად "დაამუხრუჭებს", რითაც ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმა აღარ გაღრმავდება.

თუ ბავშვმა თავად დაგიწყოთ შეკითხვების დასმა, პასუხებს ნუ გაექცევით. შეეცადეთ აუხსნათ, რომ უფროსების სამყაროში სხვანაირი ქცევებიც არსებობს და როცა გაიზრდება, თავად მიხვდება ამ ყველაფერს. საერთოდ, სასურველია თუ მოზარდს თავის დროზე აუხსნით სქესობრივი ცხოვრების ელემენტარულ საკითხებს. ჯობს, მომზადებული შეხვდეთ პრობლემას, ვიდრე მოულოდნელად შეეჯახოთ მას.
17116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?