რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ვხვდებით იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ პოტენციურ მეუღლეებს მართალია, ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა; ამიტომ ის, თუ კონკრეტულად როგორ გაართმევს თავს ესა თუ ის ინდივიდი მეუღლის მოვალეობას დიდწილად არის დამოკიდებული მის პირად ასტროლოგიურ რუკაზე. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ვხვდებით იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ პოტენციურ მეუღლეებს.
კურო – ქალი კურო გასაოცარი სულის სიძლიერითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ამ მშვიდ, აუღელვებელ და ცოტათი ინერტულ მანდილოსანს არანაირად არ გააჩნია პრინციპული ხასიათი და ცხოვრებაში კონკრეტული პრიორიტეტები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით. კურო მშვიდი არსებაა, თავს არასოდეს აბეზრებს არავის ხმამაღალი ლოზუნგებით, ამიტომ ცოლის როლშიც იმავე პოლიტიკას მიმართავს. ოჯახს ყოველთვის სერიოზული განსჯისა და აწონ-დაწონის შემდეგ ქმნის. სამაგიეროდ, ვისაც აირჩევს, მას ბოლომდე უერთგულებს. შეუძლია ნებისმიერი განსაცდელის დროს დაუდგეს ქმარს გვერდით როგორც თანასწორი და გაამხნევოს იგი სულიერად. ასეთი ქალი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი განძია, იმიტომ რომ მას გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და პრინციპები, რომელსაც მარტივად არასოდეს შეცვლის. შესაბამისად, ოჯახისა და ქმრის მიმართ მისი ერთგულება ჭეშმარიტად იმსახურებს აღფრთოვანებას.
გაგრძელება