ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა თავის მეუღლეს, მას იღბალი ზურგს შეაქცევსო ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა თავის მეუღლეს, მას იღბალი ზურგს შეაქცევსო. იმასაც ამბობენ, ქალის შემოქმედებითი ენერგია იმდენად მრავალმხრივი და ძლიერია კაცისაზე, რომ შეუძლია საკუთარი ბედიც შეცვალოს და ქმრისაცო.
როცა ქალი მამაკაცის გვერდით ბედნიერი და კმაყოფილია, ქმარს თითქოს ყველაფერში უმართლებს. მის წინაშე ყველა კარი იღება და წარმატება თითქოს ფეხდაფეხ მისდევს. თავისი ბედნიერი შინაგანი სამყაროთი ქალი თითქოს ლოცავს ქმარს და მის ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები მოაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცის თავს მხოლოდ უიღბლობა და უსიამოვნებები იტრიალებს.
ქალი ფაქიზ სფეროებთან არის დაკავშირებული, უზარმაზარ ენერგიას ფლობს, ამიტომ მისი აზრები, მისი შინაგანი ემოციური მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ თავისი ზრახვები სისრულეში ადვილად მოიყვანოს. ხოლო თუ ქალი უკმაყოფილოა ოჯახური თანაცხოვრებით, ქმრის საქციელით, გაუჭირდება საკუთარი თავის რეალიზაცია, წარმატების მიღწევა.
როგორ ფიქრობთ, ჭკვიანი და წარმატებული კაცები რატომ არასდროს იშურებენ სითბოს, ზრუნვას თუ ფულს გვერდით მყოფი ქალების ფუფუნებისა და სიამოვნებისთვის? რატომ ცდილობენ, დაიცვან ყველანაირი უსიამოვნებისგან და მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებებით ანებივრებენ. რატომ და ჭკვიანმა კაცმა იცის - კმაყოფილი ქალი ნებისმიერი ოჯახისთვის კეთილდღეობისა და ბედნიერების მომტანია.
ასე რომ, კაცებო, გაანებივრეთ ცოლები - მათგან ათმაგი სიკეთე მოგეზღვებათ.