10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილის ოჯახში ვერ ნახავთ
10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილის ოჯახში ვერ ნახავთ
ოჯახური ბედნიერება ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურად აღიქმება, თუმცა ფსიქოლოგები გამოყოფენ 10 მნიშვნელოვან ქცევას, რომლებსაც ბედნიერი წყვილები მუდმივად ითვალისწინებენ:

ისინი პარტნიორს ნათესავებსა და მეგობრებში არ განიკითხავენ

ბედნიერმა წყვილებმა იციან, რომ მესამე მხარე მათ ურთიერთობაში არ უნდა ჩართონ (რა თქმა უნდა, იგულისხმება უბრალო გაუგებრობები და კამათი და არა ჩხუბი და მით უმეტეს - ძალადობა). თუ გაუგებრობები წარმოიქმნება, მეუღლეები პირდაპირ ელაპარაკებიან ერთმანეთს. მეგობრები, მშობლები ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებენ და როგორც წესი, მზად არიან, სოლიდარობის გამო პ
არტნიორის გაკიცხვაში დაგეხმარონ, რაც მხოლოდ ზიანს აყენებს ურთიერთობას. თუ პრობლემა არ მოგვარდა და წყვილი კვლავ
აგრძელებს კამათსა და ჩხუბს, ჯობს ფსიქოლოგს მიმართოთ, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო უკეთ გაიგოთ, რაშია სირთულე და გადაჭრის გზებსაც აღმოგაჩენინებთ.

ისინი საკუთარ თავს სხვებს არ ადარებენ

ბედნიერ წყვილებში მეუღლეები იღებენ და უყვართ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან, ხვდებიან, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნაკლი და სრულყოფილი არავინაა. შესაძლოა, სხვისი მეუღლე უკეთესად მოგეჩვენოთ, რადგან მას ახლო ურთიერთობაში არ იცნობთ, საზოგადოებაში კი ხშირად ადამიანები თავიანთ საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენენ და ნაკლს მალავენ. მოსიყვარულე მეუღლეები არ დასცინიან ერთმანეთის ნაკლოვანებებს, იღებენ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმანეთს პიროვნულ ზრდაში ეხმარებიან.

mshoblebi

ისინი მსხვერპლის როლს არ ირგებენ

ბედნიერი წყვილები ერთმანეთს არ ადანაშაულებენ თავიანთ პრობლემებში. ჰარმონიულმა პარტნიორებმა იციან, რომ ორივეა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება. მუდმივი დაპირისპირება, გადაბრალება, მსხვერპლის როლის მორგება ბედნიერ ოჯახებში არ ხდება, პირიქით, მათ იციან, რომ ერთმანეთს უნდა შეეშველონ და ერთად შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ.

ისინი ყველაფერში არ აკონტროლებენ ერთმანეთს

ეჭვიანობა, კონტროლი, ტირანია ყველაზე ხშირად თავდაჯერებულობის ნაკლებობიდან მოდის. ყველას აქვს კონფიდენციალურობის და პირადი საზღვრების უფლება. მაგალითად, მარტო დასვენების დრო. თუ პირადი სივრცე მუდმივად ირღვევა, ეს საფრთხეს უქმნის ურთიერთობას და კეთილგანწყობის შენარჩუნებას. ამიტომაც, მიეცით საშუალება თქვენს მეორე ნახევარს, საკუთარი სივრცე ჰქონდეს და ყველა ნაბიჯს ნუ გაუკონტროლებთ.

ერთმანეთისგან სრულყოფილებას არ მოელიან

ხშირად გვინდა, რომ ჩვენი მეუღლე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იყოს ან ანგელოზების დედოფალი, და ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდეს, თუმცა რეალობაში ურთიერთობა სრულყოფილი არ არის და იმედგაცრუება გვიჩნდება. ამიტომ, დროა ვისწავლოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიღება ისეთებად, როგორებიც ვართ და ფუჭ ილუზიებს ნუ შევიქმნით.

mshoblebi

ყოველთვის სერიოზულები არ არიან

ბედნიერმა წყვილებმა იციან, როგორ გაერთონ, იცინონ, იხუმრონ და მუდმივად განაახლონ ურთიერთობა. მაშინაც კი, როდესაც ცხოვრება რთულია და სავსეა უამრავი გამოწვევით, ისინი პოულობენ შესაძლებლობას, განმუხტონ სიტუაცია და პრობლემაზე გაიცინონ. ჩვენს შინაგან ბავშვთან კონტაქტი, რომელსაც სულ უნდა ბედნიერებისა და სიხარულის განცდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

გამუდმებით არ აკრიტიკებენ ერთმანეთს

ბედნიერ წყვილებს შეუძლიათ ერთმანეთის ღირსებების ხაზგასმა და პრობლემების წარმოქმნისას ცდილობენ, გაიგონ რა ხდება. თუ თქვენი მეუღლე იმას აკეთებს, რაც არ მოგწონთ, ჯობს ისაუბროთ და გაარკვიოთ, რატომ ხდება ასე. კრიტიკით, ყვირილითა და ცრემლით პრობლემა არ მოგვარდება. ასეთ დროს, პირიქით, ადამიანი თქვენს მოსმენას წყვეტს და მაინც იმას გააკეთებს, რაც თავად სურს.

ისინი ერთმანეთის აზრების წაიკითხვას არ ცდილობენ

ბედნიერმა წყვილებმა იციან, როგორ მიაწოდონ თავიანთი საჭიროებები პარტნიორს. არ ელოდებიან, როდის გამოიცნობს თითოეული მათგანი ერთმანეთის გრძნობას, გასაჭირსა თუ ბედნიერებას. აქვთ გახნილი და თავისუფალი ურთიერთობა, რა დროსაც ყველაფერზე შეუძლიათ ერთმანეთთან ლაპარაკი.
mshoblebi

ისინი თავიანთ როლზე არ არიან ჩაციკლულნი

ბედნიერი წყვილები არ განასხვავებენ, რა შეიძლება იყოს ქალის საქმე და რა - კაცის. ორივე თანაბრად ინაწილებს ოჯახურ საქმეებს და თუ დღეს ერთი რეცხავს ჭურჭელს, ხვალ - მეორის ჯერი დადგება. თუ ერთ-ერთი რაიმე მიზეზით ამ მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს, ტრაგედიასა და კონფლიქტს არ ქმნიან და ერთმანეთის საჭიროებებს იგებენ.

ერთმანეთს არ უყვირიან

ადამიანი, რომელიც დროდადრო ყვირილს მიმართავს, არასტაბილურად და დაუცველად აღიქმება. ამაღლებული ტონებით საუბარი ურთიერთობაში გაუმართლებელია, რადგან დროთა განმავლობაში ადამიანები ერთმანეთის მოსმენას შეწყვეტენ. ყვირილის ნაცვლად, უმჯობესია მოლაპარაკება, ეძებეთ კომპრომისები, დათმობა. თუ სიტუაცია კრიტიკულია, დატოვეთ ოთახი რამდენიმე წუთით, ღრმად ჩაისუნთქეთ, დამშვიდდით და შემდეგ განაგრძეთ საუბარი.
4351
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები