ინტიმური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ - რას გრძნობს ქალი და რას - მამაკაცი
ინტიმური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ - რას გრძნობს ქალი და რას - მამაკაცი


სექსი მშობიარობის შემდეგ ბევრი წყვილისთვის ხდება ღელვის საგანი. იცვლება თუ არა ინტიმური ცხოვრება მშობიარობის ან საკეისრო კვეთის შემდეგ? როგორ მოქმედებს ქალისა თუ მამაკაცის ინტიმურ შეგრძნებებზე საშოს ირგვლივ ნაკერებისა და ნაწიბურების არსებობა? ეს კითხვები ბევრ ახალგაზრდა მშობელს აღელვებს. გინეკოლოგები და სექსოლოგები კი ამბობენ, რომ შიშების საფუძველი, უმრავლეს შემთხვევაში, არ არსებობს. თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ შეგრძნებები ხშირად იცვლება, ამიტომ მოთმინებითა და ურთიერთპატივისცემით უნდა აღიჭურვოთ, რადგან ინტიმური ცხოვრება აუცილებლად მოწესრიგდება გარკვეული დროის შემდეგ.


უნდა დაგამშვიდოთ

ეპიზიოტომიისას (მშობიარობის დროს შორისის გაკვეთა ე.წ. „ჩახევის“ თავიდან ასაცილებლად)
სინამდვილეში საკმაოდ პატარა, 1,5-2 სანტიმეტრის
სიგრძის ნაკვეთი ჭრილობა კეთდება და თვითშეხორცებადი ძაფის გამოყენებით იკერება. ამიტომ ნაკერების ამოღება საჭირო არ არის. კეთდება კოსმეტიკური ნაკერიც, რომელიც 2-3 კვირის შემდეგ საერთოდ შეუმჩნეველი ხდება.
ნაწიბური, რომელიც ჭრილობის ადგილას წარმოიქმნება, საკმაოდ სწრაფად ხორცდება. დროთა განმავლობაში ქალი მას ვეღარც გრძნობს, მათ შორის ვერც ინტიმური სიახლოვისას. ნაწიბური პარტნიოროსთვისაც შეუმჩნეველია სტიმულაციის ან სქესობრივი კონტაქტის დროს. ასე რომ, შორის ჩაჭრა, მისი ნაკერების რაოდენობის მიუხედავად, ინტიმურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. მხოლოდ პირველ ხანებში იწვევს გარკვეულ დისკომფორტს.
mshoblebi

რატომ ურჩევენ ექიმები მშობიარობის შემდეგ სექსისგან დროებით თავშეკავებას?

ბავშვის გაჩენიდან 6-8 კვირის განმავლობაში ექიმები წყვილებს სექსისგან თავშეკავებას ურჩევენ. ეს იმისთვის, რომ საშვილოსნოს ყელი თანდათან იხურება. სანამ ბოლომდე შეიკუმშება, მასში ნებისმიერი ინფექციის მოხვედრის რისკი მაღალია, რამაც შეიძლება რთული შედეგები გამოიწვიოს.
სქესობრივი ცხოვრების განახლებამდე ახალგაზრდა დედა გინეკოლოგს უნდა გაესინჯოს, რათა დარწმუნდეს, რომ აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
შესაძლოა მამაკაცმაც აღმოაჩინოს, რომ სქესობრივი აქტის დროს ტაქტილური შეგრძნება შეცვლილია და ამის გამო უფრო რთულად აღწევს სრულ დაკმაყოფილებას. სანერვიულო აქაც არაფერია, ეს დროებითი დისკომფორტია. საშოს კუნთები ტონუსს დროთა განმავლობაში დაიბრუნებს. ცვლილებები მაშინვე დაიწყება, როგორც კი ქალი სქესობრივ ცხოვრებას დაუბრუნდება. საბოლოო აღდგენა ქსოვილების ელასტიურობაზეა დამოკიდებული. ამას ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესი - ფიზიკური აქტივობა, კვება და საკმარისი სითხე დღის განმავლობაში.

მშრალი რეჟიმი

მშობიარობის შემდეგ ბევრი ქალი საშოს სიმშრალეზე წუხს - ეს ჰორმონალური ცვლილებების ბრალია და სექსის დროს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებების მიზეზი ხდება. სანამ ეს დისკომფორტი გაივლის, ამ დროს სპეციალური გელების და ლუბრიკანტების გამოყენებას გირჩევთ.


როგორ განვაახლოთ სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ

ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა საშოს ქსოვილის ელასტიურობას ენიჭება. ელასტიურობას აქვეითებს ინფექციები, სოკო, ჭარბი წონა(რაც მეტია ცხიმოვანი ქსოვილი, მით უარესია შემაერთებელი ქსოვილის ხარისხი) და დაბალი ფიზიკური აქტივობა.
აი, ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვამდე. ფიტნესი, ცურვა, სიარული, ორსულობისას იოგა, სამკურნალო ვარჯიში, ცურვა. როცა მენჯისა და საშოს კედლის კუნთები ძლიერია, ქალი უფრო სწარაფად უბრუნდება სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას.
თუ თქვენი პარტნიორი მიგანიშნებთ, რომ შეგრძნებების ხარისხი ეცემა და სქესობრივი აქტით ვერ კმაყოფილდება, საშოსა და მენჯის კუნთების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. სპეციალური ვარჯიშები მოძებნაც შეგიძლიათ ინტერნეტში. მაგალითად, კეგელის ვარჯიშების. არის თუ არა საშოს კუნთები მოდუნებული, ამის შეფასება მხოლოდ გინეკოლოგს შეუძლია.


როგორ დავუბრუნდეთ სქესობრიც ცხოვრებას საკეისროს შემდეგ

ქირურგიული ჩარევის დროს საშოს კუნთები დიდ ცვლილებებს არ განიცდის. ისინი მხოლოდ ორსულობის დროს იტვირთება. შესაბამისად, მისი ზომაც დიდად არ განსხვავდება საწყისი ზომისგან. სექსის ხარისხზე შესაძლოა იმოქმედოს საერთო სისუსტემ, ჭრილობის ტკივილმა. მუცლის ნაწილში მგრძნობელობა დაქვეითებულია და მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

altრომელია იდეალური დროის მონაკვეთი ცოლ-ქმრის ინტიმური სიახლოვისთვის - საინტერესო კვლევა

altინტიმური ჰიგიენის 5 წესი, ურომლისოდაც ქალის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ დგას


5456
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რეალობა
2
როდესაც გიყვარს ნამდვილი სიყვარულით! არანაირი პრობლემა არ იქნება... როგორც ინტიმურ ურთიერთობაში ისე ბავშვის აღზდაში... რასაც ქვია შავ პურსაც შჭამ შენ მეორე ნახევართან ერთად და გეგონება კაი მწვადი... გისურვებთ ყველას იპოვოთ ნამდვილი სიყვარული რაც სამწუხაროდ იშვიათია... სიყვარულზე ლამაზი გრძნობა არ არსებოს იმიტომ რომ სიყვარული სიცოცხლეა...
17:13 / 21-06-2022
მსგავსი სიახლეები