ტყუილად არ ამბობენ ფსიქოლოგები, რომ გაცნობიდან რამდენიმე წამის შემდეგ ადამიანებმა უკვე იციან, იზიდავთ თუ არა ერთმანეთი.
"როდესაც ადამიანებს ვხვდებით, ხშირად პირველად მათ გარეგნობას ვაფასებთ. ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება შეიძლება არავერბალური მინიშნებებით (ხმის ტემბრი, პოზა, მზერა) ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივაქციოთ ყურადღება ბუნებრიობას, მის სულიერ მხარეს. ურთიერობაში ვინ რას აფასებს, ეს აღზრდაზე და ჩვევებზეა დამოკიდებული. ადამიანებსაც საკუთარი კრიტერიუმები აქვთ და სილამაზეც განსხვავებულად აღიქმება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა და ყველას აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც თავად სურს და გააკეთოს ეს სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად", - ამბობენ ფსიქოლოგები.
მამაკაცები ხშირად საუბრობენ, ქალებს გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ და ასახელებენ ნიშნებსაც. უცხოურ მედიაში სახალისო გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხვაში 100-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე უფროსი 52 წლისაა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 19 წლის. მათ თავისუფლად დააფიქსირეს აზრი და ჩამოთვალეს ყველაფერი, რაც ქალის გარეგნობაში აღიზიანებთ.
1. ფრჩხილის ლაქი
- ძალიან გრძელი, წვეტიანი ფორმის ფრჩხილები
- კაშკაშა ფრჩხილის ლაქი; ბრჭყვიალებიანი ელემენტებით გაფორმებული ფრჩხილები
- მოკლე, მოკვნეტილი ფრჩხილები, გადაცლილი ფრჩხილის ლაქი
- თავიდან გადასმული მანიკური
მოცემული გამოკითხვის მიხედვით, თუ რა აღიზიანებდათ მამაკაცებს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში, ყველაზე პოპულარული პასუხი რესპონდენტებს შორის მანიკიური იყო. თურმე მამაკაცები ყველაზე დიდ ყურადღებას გოგონების ხელებს აქცევენ. ბევრი სახალისო პასუხიც დაფიქსირდა. მამაკაცები ამბობდნენ, რომ არ ესმით, როგორ ახერხებენ გოგონები ამხელა "კლანჭებით" ცხოვრებას და ისინი მსგავსი ფრჩხილებით "საშინელებათა ფილმების გმირებს ჰგვანან". მამაკაცებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოკლე, დაკვნეტილი ფრჩხილები, გადაცილებული ლაქი ან კიდევ წამოზრდილი ფრჩხილი არ მოსწონთ.
2. მაკიაჟი
- ტონალური კრემის დიდი რაოდენობით გამოყენება ისე, რომ იგი შესამჩნევი ხდება
- ძალიან ბრჭყვიალა, არაბუნებრივი მაკიაჟი ფერადი ჩრდილებით
მამაკაცები ყოველთვის ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ გოგონებში ბუნებრივი სილამაზე მოსწონთ. გამოკითხვაში მონაწილეებმა საკმაოდ თავდაჯერებულად განაცხადეს, რომ ქალის სახეზე შესანიშნავად ხედავენ ტონალური კრემის, პუდრის, რუჯის და მაკიაჟის სხვა ელემენტების ბოროტად გამოყენების მაგალითებს. გამოკითხულთა აზრით, ყველაზე უსიამოვნო ქალის მაკიაჟში "ნარინჯისფერი ნიღაბია", როდესაც გოგონები მუქი ფერის ტონალურს სახეზე ისვამენ, კისერი და ყურები კი ღია ფერის რჩებათ. ბევრს ბრჭყვიალა და ნათელი ჩრდილები არ მოსწონს და ფიქრობენ, რომ საერთოდ არ არის მიმზიდველი.
"ზოგს იმდენი ტონალური უსვია, სახეზე თითით სიტყვის დაწერაა შესაძლებელი", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
3. ტუჩები
- ფილერებით ამოვსებული უზარმაზარი ტუჩები
- შესამჩნევი ტუჩის ტატუაჟი
როგორც გამოკითხვით გაირკვა, მამაკაცები სულაც არ არიან ცუდად განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები გარეგნობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. თუმცა, მათ გადაჭარბებული მიდგომა აღიზიანებთ და არ მოსწონთ, როცა ვეღარ იგებენ, სად გაჩერდნენ.
"ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე თხელი ტუჩები უკეთესად გამოიყურება, ვიდრე გიგანტური შეშუპებული ტუჩები", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. გამოკითხვაში მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო დროს ქალები თავად გადადიან უკიდურესობებში, ცდილობენ, უფრო ლამაზები გახდნენ, მამაკაცებს კი ეს არ მოსწონთ.
4. "ხელოვნური" წარბები
- მკაფიო არაბუნებრივი ფორმის ზედმეტად მოხატული წარბები
- წარბის ტატუაჟი
- ზედმეტად სქელი წარბები
მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ზედმეტად სქელი, ან კიდევ ძაფივით თხელი, არაბუნებრივად მოხატული, ტატუირებული წარბები არ მოსწონთ და ყოველთვის ხვდებიან, როდის გადააჭარბა გოგონამ და როდის დაიცვა ბალანსი. რესპონდენტები ერთხმად აღიარებენ, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ბუნებრივი, მოვლილი წარბები, რომელთა ზომა და ფორმა ჰარმონიაშია სახესთან.
5. წამწამები
- ძალიან გრძელი და სქელი წამწამები, რომელსაც დაგრძელებით იკეთებენ
- დაწებებული ხელოვნური წამწამები
- ძალიან მკაფიოდ მოხატული წამწამები
"სერიოზულად ფიქრობთ, რომ არაბუნებრივად სქელი, გრძელი წამწამები ლამაზია?! ყოველ ჯერზე, როცა ამას ვხედავ, და დღესაც საკმაოდ ბევრი გოგონა იყენებს ამას, ერთი შეკითხვა მიტრიალებს თავში: ქუთუთოებს ასეთი ტვირთისთვის როგორ იმეტებთ."- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
გამოკითხულებმა ასევე აღნიშნეს, რომ არაბუნებრივი წამწამები აშინებთ და გოგონებს თოჯინებს რომ ხელოვნური, გაუხეშებული წამწამები აქვთ, ისე აღიქვამენ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რესპონდენტები უკიდურესად დაგრძელებულ ფორმაზე საუბრობდნენ.
6. თმა სახეზე
- თმა ზედა ტუჩზე
- თმა კისერზე
- თმა სახის სხვადასხვა არეში
ეს თემა მტკივნეულია არა მხოლოდ გამოკითხულთათვის, არამედ ბევრი ქალისთვისაც, რომლებიც სახეზე ჭარბ თმას ყოველდღიურად ებრძვიან. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ დღეს ზედმეტი თმის მოშორების მრავალი გზა არსებობს და ქალებმაც სასურველი მეთოდი უნდა აირჩიონ.
7. თმა
- ჭუჭყიანი, ცხიმიანი თმა
- შეღებვა არაბუნებრივ ფერში: ვარდისფერი, ლურჯი, იასამნისფერი, მწვანე და ა.შ.
- ქერად შეღებილ თმაში მუქი, წამოზრდილი თმის ძირები
მამაკაცებს უსიამოვნო გრძნობა ეუფლებათ, როცა გოგონების ჭუჭყიან, ცხიმიან თმას ხედავენ. თვლიან, რომ ეს არაჰიგიენურია. მათი აზრით, სიგრძე, შეჭრა და სტილი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სუფთა თმა და მოწესრიგებული ვარცხნილობა. ასევე, გამოკითხულთაგან ბევრისთვის არაბუნებრივი და კაშკაშა თმის ფერი მიმზიდველი არ არის. ასევე, არ მოსწონთ, როდესაც ქერად შეღებილ თმაში მუქი ფერის ძირები გამოჩნდება ხოლმე. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი გოგონა ამას სპეციალურად აკეთებს და ომბრეს ეფექტს იღებს.
8. სუნამო
- სუნამოს გადაჭარბებული გამოყენება
- ტკბილი და ნაზი არომატი
რესპონდენტთა აზრი ქალის სუნამოსთან დაკავშირებით ორად გაიყო: ზოგს ტკბილი არომატი არ მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ზედმეტის გამოყენებისგან უნდა შეიკავონ თავი.
"ბარმენად ვმუშაობ და დიდ დროს სხვადასხვა სტუმრის გარემოცვაში ვატარებ. ზოგჯერ, ვიდრე გოგონა გამოჩნდება, ძალიან მკვეთრ სუნს ვგრძნობ და წინასწარ ვიცი, ვინაა. არადა პირიქით უნდა იყოს. სუნამოს მკრთალი სუნი უნდა იგრძნობოდეს", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
9. ოვერსაიზი
- უზარმაზარი ზომის ტანსაცმელი, რომლის მიღმაც გოგონა აღარ ჩანს
- დიდი ზომის ფეხსაცმელი და ჩანთები
- ჯინსი-ბოიფრენდი
- ძალიან ფართო შარვალი
დიდი ზომის ტანსაცმლის, მასიური აქსესუარების მორგება უკვე რამდენიმე წელია, მოდაშია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს ეს ტენდენცია სულაც არ მოსწონთ.
"უბრალოდ, ვერ ვიტან! ხანდახან ძნელია იმის გარჩევა, თუ ვინ მიდის შენ წინ ფართო ქურთუკითა და დიდი შარვლით და მიჭირს აღქმა, გოგოა თუ ბიჭი", - ამბობს 44 წლის რესპონდენტი.
10. ფეხსაცმელი
- ფართო კვადრატული ცხვირი ფეხსაცმელზე
- ძალიან პატარა ქუსლი
- ფეხსაცმელი დიდ პლატფორმაზე
თუ ფიქრობთ, რომ მამაკაცები ფეხსაცმელს ყურადღებას არ აქცევენ, ძალიან ცდებით. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ ფართო კადრატული ცხვირის მქონე ფეხსაცმელი, გაერთიანებული ძირები, უზარმაზარი პლატფორმები და ძალიან პატარა ქუსლი აღიზიანებთ. ამბობენ, რომ ეს ფეხსაცმელები "ყველაზე ლამაზ ფეხსაც კი ამახინჯებენ."
11. პირსინგი და ტატუ სახეზე
როგორც წინა პუნქტებიდან გამოჩნდა, მამაკაცების დიდ ნაწილს "ბუნებრივი" გოგონები მოსწონს და სახეზე პირსინგებსა და ტატუს არ მიესალმებიან.
12. სიარული
როგორც ჩანს, მამაკაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქალები გამომწვევად, უხეში მანერებით გადაადგილდებიან და მეტიც, ეს ფაქტი ხშირად აღიზიანებთ.
13. ზედმეტად მაღალწელიანი ტანსაცმელი
ჯინსი, შორტი, კაბა, შარვლები - ყველაფერი, რასაც ზედმეტად მაღალი წელი აქვს.
ეს გამოკითხვაში შესაძლოა ერთგვარი აღმოჩენაც იყოს, რადგანაც მაღალწელიან ტანსაცმელს ქალები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ და ამით ფორმასა და სილუეტს შესანიშნავად გამოკვეთენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს არ მოსწონთ ისეთი მაღალწელიანი ტანსაცმელი, რომელიც თითქმის მკერდს ებჯინება და მათი თქმით, უსიამოვნო ეფექტს ჰქმნის.