ქისტური ტრადიციები – ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''
ქისტური ტრადიციები – ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''
ბავშვობაში ქისტი ქართველური ტომების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეგონა. ისე, როგორც მეგრელი, ლაზი, ხევსური, აჭარელი. არ მახსოვს, ეს აზრი ვაჟას ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა, თუ მანამდე... ასეა თუ ისე, პანკისის ხეობაში ჩასული პირადად შევხვდი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა როცა მათ გამოველაპარაკე და მათი ტრადიციების შესახებ მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ ქართველები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაინახური ტომის წარმომადგენელთა გვარების უმეტესობა ''შვილით'' მთავრდება, პასპორტში კი ეროვნება ქისტი უწერიათ. ეს ხალხი კარგად
იცნობს ქართულ ტრადიციებს და ახლო ურთიერთობა აქვთ მათთან, თუმცა ქართველებისგან მკვეთრად განსხვავებული ტრადიციები და ხასიათი აქვთ. როგორც მუსლიმებს ჩვევიათ, დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. კავკასიური ოჯახისთვის დამახასიათებელი უფროს-უმცროსობის ადათი ქისტებთან დღემდე შემონახულია. რა თავისუბურებები და უცნაურობები აქვს ქისტურ ოჯახებს, ამის შესახებ ადგილობრივი ქისტები გვიამბობენ.

ლია მარგოშვილი, ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი:

- როგორც კი სკოლა დავამთავრე, მომიტაცეს. თუ ბიჭს გოგო მოეწონება, მოტაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ გოგოს არ უნდა და საქმროსთან არ დარჩა, მისი წასვლის შემთხვევაში, ბიჭის გვარის ყველა წარმომადგენელი ''ფეხზე დადგება'', რადგან ქალის პროტესტი მათ დაწუნებასა და სირცხვილს ნიშნავს. ამიტომ უყვარს თუ არ უყვარს, მაინც უნდა დარჩეს, საერთო საქმისთვის ასე ჯობია.
- პატარძალი როგორ იქცევა?

- მას გარკვეული ხნის განმავლობაში მორიდება მართებს ქმრის ნათესავებთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღე საერთოდ არ ლაპარაკობს. თუ დედამთილი ან ქმრის რომელიმე ნათესავი პატარძლის ''ალაპარაკებას'' მოისურვებს, უნდა უთხრას: წყალი მომიტანეო, როცა დავალებას შეასრულებს, ყურში ეტყვის, მე თუ არ დაგაფასე, ღმერთმა დაგაფასოსო. ამის შემდეგ ჯერ იმასთან შეუძლია ლაპარაკი, ვისაც წყალი მიუტანა, შემდეგ კი თანდათან ''ქმარეულებშიც'' შინაურდება.
- ეს ტრადიციები დღემდე მოქმედებს?
- რა თქმა უნდა, ყველა ახალმოყვანილი ქისტი პატარძალი ვალდებულია ასე მოიქცეს.
- სიძეც ასე იქცევა, თუ ის უფრო თამამია ''ცოლეურებში''?
- არა, უფრო თამამია, თუმცა რაღაც შეზღუდვები მისთვისაც არსებობს.
- როგორც ვიცი, ქისტ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს...
- დიახ, შეუძლია ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვის მატერიალური საშუალება აქვს. მათ შორის განათხოვარი და გამოშორებული ქალის მოყვანის უფლებაც აქვთ.
- ოთხივე ცოლი ერთ სახლში ჰყავს თუ ცალ-ცალკე?
- ვის როგორც შეუძლია, ჩემს ახლობელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხივე ერთ სახლში.
- ცოლებს ერთმანეთში როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანი არიან ერთმანეთის მიმართ. შეიძლება გულში სხვა აზრი ჰქონდეთ, მაგრამ არ გამოამჟღავნებენ, ეს ცუდი საქციელია. ერთმანეთის შვილებსაც კარგად ექცევიან. ქმრის პატივისცემით ეგუებიან მის დანარჩენ ცოლებსაც. რა ვქნათ, ეს ხომ ტრადიციაა.
გაგრძელება
4733
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
dadadada?
0
რა მაგარიაა ?ვისაც ტვალს დაადგამს ყველას ცოლად მოიყვანსს .ისე დგევანდელ ტუტუც გოგოებსს ასეტი ტრადიცია დაამშვენებდატ . ყოველ პპატარა წაკამატებაზე დედიკოებტან რომ გარბიან. ამტრადიციიიტ ოჯახი არ დაინგრეოდა და ატი ცოლი ოჯახს უპრო კარგად გაუდზგვებოდა. ზოგი ცოლი სახში იმუშავებდ აზოგიც გარეტ. ასეტ გაჯირვების პერიოდში ქარტველი ბიჯები მარტლა მეცოდებიან გამის ტორმეტ საატამდე მუსჰაობენ და ბავშვებსაც ვერ ნახულობენ დგის სინატლეზე. ცოლებსს კი სგვაზე დასვენება და დვირპასი მაკიაჯები ადარდებტ
20:30 / 24-01-2015
eshmakuna
0
ხოხ რამდენი კაცი მოინდომებდა ასე ბოგინს
19:39 / 24-01-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```