მათ სიყვარულს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მარადიული, მათი ურთიერთობის ამბავს კი – დაუჯერებელი ფლორინ და ედ ჰეილების სიყვარულის ამბავი მრავალი წლის წინ დაიწყო და მაშინაც არ დასრულდა, როცა უკანასკნელმა საათმა ჩამოჰკრა.
მათ სიყვარულს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მარადიული, მათი ურთიერთობის ამბავს კი – დაუჯერებელი. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ლამაზი? მათ ნამდვილად მაგალითი მისცეს დანარჩენებს, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს მეორე ნახევარი.
ფლორინმა და ედმა 1952 წელს გაიცნეს ერთმანეთი საცეკვაო საღამოზე და ერთი ნახვით შეუყვარდათ. ედი მაშინვე მიხვდა, რომ ფლორინის გარდა არავინ სჭირდებოდა. ფლორინი სიხარულით ცას ეწია, როცა ედმა ხელი სთხოვა. მათ იქორწინეს და გადაწყვიტეს, დანარჩენი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ. საკურთხეველთან შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ სიკვდილიც ვერ დააშორებდათ.
83 წლის ასაკში ედი საავადმყოფოში მოხვდა გულის უკმარისობით. რამდენიმე დღის შემდეგ ფლორინს ინფარქტი დაემართა და სხვა საავადმყოფოში დააწვინეს. მიუხედავად იმისა, რომ ედი ძალიან სუსტად იყო და მისი ადგილიდან დაძვრა სარისკო გახლდათ, დაიჟინა, რომ ცოლთან გადაეყვანათ.
ისინი ერთ პალატაში იწვნენ ხელჩაკიდებულები. ფლორინი უფრო სუსტად იყო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ედის ბოლო სიტყვები ასეთი იყო: "ფლორინ, მე არასდროს მიგატოვებ. ერთხელ ხომ შევპირდით ერთმანეთს და პირობას დავიცავ. თუ შენ ტოვებ ამ სამყაროს, მეც შენთან ერთად მოვდივარ"... ვინ იფიქრებდა, რომ ასეც მოხდებოდა...
მათ ერთად განუტევეს სული და იმ ქვეყნად გადაინაცვლეს დიდი სიყვარულით გაერთიანებულებმა.