განქორწინების შემდეგ ის ხელმეორედ დაქორწინდა საქართველოს სხვა მოქალაქეზე ზოგჯერ უცხოელები საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად აპრობირებულ ხერხს - ფიქციურ ქორწინებას იყენებენ. ამის შესახებ "კვირის პალიტრა" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსს, სოსო გიორგაძეს ესაუბრა:
- იუსტიციის სახლში გამოყოფილია ოთახი, სადაც იმ პირებთან გასაუბრება მიმდინარეობს, რომლებიც ფიქციური ქორწინების გაფორმებაში არიან ეჭვმიტანილნი. დგება ოქმიც.
თუ ეჭვი გამყარდება, რომ პირთა ქორწინება ფიქციურია, ჩვენი სამსახური სასამართლოს მიმართავს და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს (მაგალითად, უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმება).
- ფიქციური ქორწინების სტატისტიკა თუ არსებობს?
- ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა. ერთ-ერთს გიამბობთ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის დაცვით. ბინადრობის ნებართვა ჰქონდა უცხოელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეზე იყო დაქორწინებული. თუმცა, წყვილმა ქორწინება გააუქმა, რის შესახებაც ინფორმაცია მივიღეთ. ვინაიდან საქართველოში უცხოელის ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ არსებობდა, საქმის წარმოება დავიწყეთ. უცხოელი მამაკაცი გასაუბრებაზე დავიბარეთ. შედგა ოქმიც, თუმცა, საქმის მსვლელობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, განქორწინების შემდეგ ის ხელმეორედ დაქორწინდა საქართველოს სხვა მოქალაქეზე. ამჯერად გაჩნდა ბინადრობის გაცემის საფუძველი. საბოლოოდ სასამართლოს აღარ მივმართეთ, რადგან მეორე ცოლი ფეხმძიმედ აღმოჩნდა, რაც ფიქციურ ქორწინებას გამორიცხავდა, ამიტომ ბინადრობის ნებართვა ძალაში დავტოვეთ.
- მეორე საქმეც ასეთივეა?
- ამჟამად შესწავლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა, კონტურები გამოკვეთილია.
- როგორ უნდა გამოვლინდეს ფიქციური ქორწინება?
- პრაქტიკამ აჩვენა, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი ფიქციური ქორწინებების გაკონტროლება რთულია. გაგრძელება