7 წესი ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად
7 წესი ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად
ვინ არის დაზღვეული ოჯახური კონფლიქტებისაგან? ის, ვისაც ესმის, რომ ურთიერთობები დიდი შრომაა.

მე ამას პირდაპირ გეტყვი!
ნუ ელით იმას, რომ მეუღლე დამოუკიდებლად მიხვდება იმას, რაც თქვენ გაწყობთ. მით უმეტეს ამის გამო ნუ გაიბუტებით. ჯობს უთხრათ პირდაპირ: "მე არ მომწონს, როდესაც შუქს არ რთავ საპირფარეშოში".

ვინ?! მე არ ვგავარ ვირს!

არასოდეს გადახვიდეთ პირად შეურაცხყოფაზე. დააფასეთ ურთიერთობები და ერთმანეთი: არა - " შენ ბინძურო", არამედ - "ძვირფასო, თუ არ შეწუხდები, გადაასუფთავე მაგიდა!"

ალო! აღარ მისმენთ?

ბოლომდე მოუსმინეთ მოსაუბრეს. ნუ ჩაერთვებით შუა ლაპარაკში. ძალიან საწყენია, როცა რაიმე მნიშვნელოვანზე გესაუბრებიან და თქვენ უცებ სხვა თემაზე გადაუტანთ ლაპარაკს.

იყავით საპასუხოდ ზრდილობიანი!
სიტყვებს, რომლებსაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს ჩხუბის დროს აკადრებს, არასოდეს აკადრებს ახლობლებს, თანამშრომლებს. არადა საყვარელი ადამიანი უნდა დაიცვა პირველ რიგში ყოველგვარი ნეგატიურისაგან. მოდით, ყურადღება მივაქციოთ ჩვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას.

ჩხუბი, რომელიც ისმის ქოხიდან - ცუდის მანიშნებელია.
შეძლებისდაგვარად ნუ მოუყვებით მეუღლის უარყოფით მხარეებზე ნათესავ-მეგობრებს. ჯობს ურთიერთობის სწორად წარმართვის მიზნით რჩევა ჰკითხოთ ფსიქოლოგს და არა დედას, დედამთილს ან სიდედრს. ფსიქოლოგი იმედია, არ იჭორავებს თქვენზე.

ქაღალდი ყველაფერს იტანს…
აწარმოეთ დღიური. იქ შეიძლება გადმოანთხიოთ მთელი ემოციური "ნაგავი", რომელიც სხვა შემთხვევაში არ აცდებოდა
თქვენს საყვარელ ადამიანს. ქაღალდი იტანს ყველაფერს და ადამიანი - ვერა.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს
ძალიან საჭირო უნარია - დროულად გადაიტანოთ კონფლიქტი ხუმრობაში. თუ დამალულ ცრემლებს სიცილით შეცვლით, ყველა ბედნიერი იქნება.
5272
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
inako
0
ცკენავ უმილიტ ნატქვამო.ოქრო ხარ აუცონარი
12:21 / 22-02-2015
ლიკა
0
მაგრამ შენ ამდენ ტანჯვას და დამცირებას რომ იტან
20:27 / 21-02-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?