"ჩვენ ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ სულს ვიბინძურებთ..." - გარდაცვლილი ცოლისთვის დაწერილი საოცრად ემოციური და დამაფიქრებელი წერილი
"ჩვენ ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ სულს ვიბინძურებთ..." - გარდაცვლილი ცოლისთვის დაწერილი საოცრად ემოციური და დამაფიქრებელი წერილი
როდესაც ჯორჯ კარლინის საყვარელი ცოლი გარდაიცვალა, კარლინმა, 70-80-იანი წლების ცნობილმა ამერიკელმა სატირიკოსმა, კომიკოსმა, მწერალმა და უბრალოდ გონებამახვილმა კაცმა, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია, რომელიც დღესაც საოცრად აქტუალურია:

«ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, თუმცა დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა. ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ ცოტა გვიხარია. გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ მცირე ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო;
გვაქვს საუკეთესო განათლება, მაგრამ
ნაკლები გონება; საუკეთესო ცოდნა, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას, გვყავს ბევრი ექსპერტი, მაგრამ კიდევ მეტი - პრობლემა; საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.
მეტისმეტად ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ მეტისმეტად უპასუხისმგებლოდ, ძალიან იშვიათად ვიცინით, ძალიან სწრაფად დავდივართ, საკმაოდ ადვილად ვბრაზდებით, მეტისმეტად გვიან ვწვებით დასაძინებლად, ძალიან დაღლილები ვიღვიძებთ, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, სამაგიეროდ ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და მეტისმეტად იშვიათად ვლოცულობთ.
გავზარდეთ ჩვენი დამოკიდებულებები, მაგრამ შევაცოტავეთ ფასეულობები.
ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ძალიან იშვიათად გვიყვარს და მეტისმეტად ხშირად გვძულს. ვიცით, როგორ გადავრჩეთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს.
მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე, რომ ახალი მეზობელი გავიცნოთ.
ვიპყრობთ
კოსმოსურ სივრცეებს, მაგრამ არა სულიერს.
ვაკეთებთ ბევრ, მაგრამ არა კარგ საქმეებს.
ჰაერს ვწმენდთ, მაგრამ სულს ვაბინძურებთ.
დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა ჩვენი ცრურწმენები.
ვწერთ ბევრს, მაგრამ ცოტას ვსწავლობთ.
ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას.
ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. 
ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომლებიც ინახავს მეტ ინფორმაციას, მაგრამ სულ უფრო ცოტას ვურთიერთობთ.
ეს არის სწრაფი კვებისა და ცუდი მონელების დრო, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების.
ოჯახური შემოსავლის მატების და განქორწინებების რაოდენობის ზრდის დრო. ლამაზი სახლებისა და დანგრეული ოჯახური კერების.
მოკლე დისტანციების, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთი ღამით ურთიერთობების დრო; დრო ჭარბი წონისა და აბების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ: აღგვაგზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ.
შევსებული ვიტრინებისა და ცარიელი საწყობების დროა.
დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს, თქვენთან მოხვდეს, და იმავდროულად საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ ის ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს "Delete".
დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ, რომ ისინი სულ თქვენთან არ იქნებიან.
დაიხსომეთ, უთხარით კეთილი სიტყვები მათ, ვინც ქვემოდან ზემოთ აღტაცებით შემოგყურებთ, იმიტომ, რომ ეს პატარა არსება მალე გაიზრდება და აღარ იქნება თქვენ გვერდით.
დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლოს ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გასცეთ გულიდან და იგი არ ღირს არც ერთი თეთრი.
დაიმახსოვრეთ და უთხარით "მიყვარხარ" თქვენს საყვარელ ადამიანს, ოღონდ ჯერ მართლა იგრძენით ეს.
კოცნას ან ჩახუტებას ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარება შეუძლია, თუ კი ეს გულიდან მოდის.
დაიმახსოვრეთ და ხელები ჩაჰკიდეთ ერთმანეთს, დააფასეთ ერთად ყოფნის მომენტები, იმიტომ, რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენ გვერდით.
იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო ურთიერთობისთვის და იპოვეთ დრო შესაძლებლობისთვის, გაუზიაროთ ყველაფერი, რისი თქმაც გსურთ.
იმიტომ, რომ ცხოვრება იზომება არა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ბევრი ემოციისგან სუნთქვა გეკვრებათ!"
მოამზადა ლელა ზურებიანმა
9051
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ეკას
0
რა სერიალზეა ლაპარაკი?
13:18 / 15-03-2015
ეკა
0
არაჩვეულებრივი სერიალია. ყოველ საღამოს მოუთმენლად ველოდებით მთელი ოჯახი. მხოლოდ ერთს გთხოვთ, იქნებ ცოტა ადრე აჩვენოთ ხოლმე, დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, თუ კი იქნება ამის შესაძლებლობა, რადგან, როგორც მოგახსენეთ მთელი ოჯახი ვუყურებთ და დილით ბავშვებს უჭირთ სკოლაში წასვლა.დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი სერიალის ჩვენებისთვის. მადლობას იმიტომ ვიხდი, რომ საღამოს, ძილის წინ, გვინდა რამე საინტერესოს ვუყუროთ და რატომღაც არც ერთ არხზე, მაგ დროს არაფერს საინტერესოს არ აჩვენებენ.იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საინტერესო ფილმებს გვიჩვენებთ.
22:55 / 13-03-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?