"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"
"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"
თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს სერიალ ''შუა ქალაქის'' პავილიონში ინტერვიუს ჩასაწერად ვეწვიეთ. როგორც ყოველთვის, ნიკა ამჯერადაც საინტერესოდ გვესაუბრა იმ ტრადიციებისა და სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს.

- ტრადიცია ძალიან ზოგადი ცნებაა. ტრადიცია და ზომიერება ორი საჭირო სიტყვაა იმიტომ, რომ ჩვენ ხანდახან ზომიერების გრძნობა გვღალატობს. ძალიან ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდე, ცოლის პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, მეზობლისადმი გულკეთილი დამოკიდებულება ჩემთვის მისაღებია. ეს ყველაფერი ჩვენს გენეტიკასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ერთი თვე მიცვალებულის არდაკრძალვა რომ ვიცით, პატარძლის აბანოში
წაყვანა კიდევ კარგი რომ აღარ არსებობს, თორემ ზოგი დედამთილი დღესაც დიდი სიამოვნებით წაიყვანდა და ექსპერტიზას ჩაუტარებდა – ეს არ მომწონს, ცოტა დრომოჭმული მეჩვენება.

- უფროს-უმცროსობის თემაზე როგორია შენი მოსაზრება?
- კანონში რამდენჯერაც უნდა ჩამიწერო, ადგილი გაქვს ნაყიდი და ტრანსპორტში მოხუცს არ უნდა დაუთმოო, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვს თუ ასე ასწავლი, ძალიან ცუდი იქნება. ჩვენი თვითმყოფადობა და ქართული ნიშან-თვისება სტუმარმასპინძლობასთან ერთად ამასაც გულისხმობს. უფროსს თუ ადგილი არ დავუთმეთ, ქალი გადავთელეთ და მოხუცს პატივი არ ვეცით, უფრო კარგი ქართველები ნამდვილად ვერ ვიქნებით.

- ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმის?
- რას ნიშნავს ოჯახის უფროსი? ოჯახი უნდა შედგებოდეს ბედნიერი წყვილისგან, თანამოაზრეთა კომპანიისგან, სადაც ორი ადამიანი ერთობლივად
ცხოვრობს და მოღვაწეობს, თორემ ქმარი რომ ხელს აბრახუნებს და ცოლი ფეხზე ფხანს, ან პირიქით, ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. სიწყნარე, სიმშვიდე და კეთილშობილური საქციელია ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ ურთიერთგაგება, დიპლომატია და სითბო უმნიშვნელოვანესია.

- ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
- ეს გენდერი არ ვიცი მე რა არის. მაშინ წავიდეს ქალი და მშენებლობაზე იმუშაოს, ვერ იმუშავებს, ხომ?! ბიოლოგიურად ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. დღეს რაც უნდა შეიცვალოს, ქალი და კაცი ერთნაირი ვერ იქნება, თუმცაღა ამით ვინმემ ისარგებლოს და ქალი დაჩაგროს, ეს ყოვლად მიუღებელია, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო იმ ადამიანს, ვინც ცოლზე ძალადობს, არასდროს არ უნდა გამოუშვა გარეთ.

- როგორ ფიქრობ, ქალის გაძლიერების ფონზე მამაკაცები შესუსტდნენ?
- ეს დრომ მოიტანა, მამაკაცები და ქალები რომ წავიდნენ ევროპაში სამუშაოდ, კაცებმა ფეხი ვერ მოიკიდეს და უკან დაბრუნდნენ, ქალები უფრო დასაქმდნენ და მიეცათ საშუალება, დახმარებოდნენ ოჯახებს, მეორე ნახევრებს. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა კაცმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა და ცოლის გამოგზავნილი ფულის არასასიამოვნო საქმიანობაში ხარჯვა დაიწყო.

- რაც შეეხება თანაცხოვრებას ქორწინებამდე...
- ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მე რა უფლება მაქვს, ვინმე განვსაჯო, ვისაც უნდა წინასწარ თანაცხოვრება, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ მე მაინც ქორწილით ოჯახის შექმნა მომწონს, ლამაზი ტრადიციაა, მე ასე მერჩივნა და ასე გავაკეთე.

- რატომ არის ქალის ღალატი მომაკვდინებელი და კაცი თუ უღალატებს – არა უშავს?
- თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს. როცა კაცი ამას აკეთებს, ალბათ, ვერ აცნობიერებს, რამდენად სტკენს ცოლს გულს. ვფიქრობ, ვისაც დაუკავშირებ ცხოვრებას, მისი ერთგული უნდა იყო. წამცდა, მთვრალი ვიყავი, ხეზე მიმაბა და ძალით მეცა – ასეთი რაღაცები არ მესმის.

- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- არ ვიცი, ესეც ინდივიდუალურია. კარგი კაცის ცოლი სხვაგან არ მიდის, არც კარგი ქალის ქმარი. უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ გახედვა არ მოუნდეს, მაგრამ თუ სხვასთან წასვლის ერთი პრეცედენტი დაიშვა, ოჯახი უნდა დაინგრეს.
გაგრძელება
8546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნათია
0
ქმრის ღალატი მართლაც საბაბია..
13:14 / 01-04-2015
გიორგი
0
ეს არის ვიღაც იდიოტი ქალის ნააზრევი... ქალს თუ გაბოზება არ უნდა აქ ქმარის ღალატი არაფერ შუაშია
13:12 / 01-04-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?