ცოლი სახლში ადრე დაბრუნდა და ქმარს სხვასთან წაასწრო...
ცოლი სახლში ადრე დაბრუნდა და ქმარს სხვასთან წაასწრო...
- შე საზიზღარო, ღორო! – გაჰყვიროდა ქალი, - ეს დავიმსახურე შენი სამი შვილის დედამ?! მივდივარ! გეყრები!
ქმარმა დაუძახა:
- მაცალე! მათქმევინე მაინც, აგიხსნა...
- არ ვიცი, რას უნდა ველოდო შენგან... მაგრამ იყოს ეს შენი ბოლო სიტყვები, რომლებსაც მოვისმენ. გისმენ...
- სამსახურის მერე სახლში ვბრუნდებოდი. ნაგავსაყრელთან საწყალი გოგო დავინახე. შემეცოდა, გავჩერდი და მანქანაში ჩავისვი. მითხრა, რომ სამი დღე არ უჭამია. საშინლად ეცვა, გაუბედურებული იყო.
ვუთანაგრძნე, სახლში წამოვიყვანე. შენი გუშინდელი ვახშამი დავუდგი, შენ
ხომ თქვი, რომ გახდომა გინდა და არ შეჭამე. მაშინვე ეცა საჭმელს, ლამის ორ წუთში მოუღო ბოლო.
ვკითხე, დაბანა ხომ არ უნდოდა. სანამ საშხაპეში იყო, მისმა ტანსაცმელმა გამაოგნა: გაცვეთილი, ჭუჭყიანი, გაუბედურებული...
გამოვუტანე შენი ჯინსები, რომლებსაც რა ხანია არ იცვამ, რადგან ვეღარ ეტევი. ვიპოვე ის ზედატანი, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქე და არც ერთხელ არ ჩაგიცვამს, რადგან უგემოვნოდ მიიჩნიე. ასევე გადავწყვიტე, ის ჟაკეტი მეჩუქნა, რომელიც ჩემმა დამ გაჩუქა და მის ჯიბრზე არ იცვამ. ახლა მისი ძველი ფეხსაცმელი კიდევ უფრო გაცვეთილი გამოჩნდა ახალი სამოსის ფონზე და შენი ფეხსაცმელიც შევთავაზე, ძვირად ღირებულ მაღაზიაში რომ მაყიდინე და რომ არ იცვამ იმიტომ, რომ შენს მდივანს აცვია.
ის გოგონა ისეთი მადლიერი
იყო. როცა კარამდე მივაცილე, თვალცრემლიანმა მკითხა:
- იქნებ, კიდევ გაქვთ რამე, რითაც თქვენი ცოლი არ სარგებლობს?

ასევე იხილეთ: მოტყუებული ცოლის სასტიკი შურისძიება
20397
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
1
:D
19:37 / 05-04-2015
ooo
0
ამ მხრივ ცჰემი მეუღლე ვერ მომატყუებსს. ))))))))))))))))))))))))))
23:22 / 03-04-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?