ამ პრობლებისგან დაზღვეული არავინაა- საკითხავი ქალებისთვის
ოჯახური ძალადობა ის თემაა, რაც დღევანდელ საზოგადოებას სერიოზულ საფიქრალს უჩენს. აღმოჩნდა, რომ ამ პრობლებისგან დაზღვეული არავინაა. წარმოგიდგენთ 10 სავარაუდო ნიშანს, გემუქრებათ თუ არა ოჯახური ძალადობის საფრთხე. ეს ნიშნები, რასაკვირველია, მამაკაცს უნდა შეატყოთ და სასურველია მანამდე, სანამ მას ცხოვრებას დაუკავშირებთ.
1."დაჩქარებული" ურთიერთობა
პირველივე პაემანის შემდეგ მამაკაცი "ყურებამდე" შეყვარებულია და თავი შენი მონათესავე სული ჰგონია. მუდმივად გადარებს ყოფილ შეყვარებულს და ამტკიცებს, რომ თავი ასე კომფორტულად არავისთან უგრძნია. რამდენიმე თვეში უკვე ქორწინებას გთავაზობს, ან დაჟინებით მოითხოვს სექსუალურ ურთიერთობას ქორწინებამდე. მაშინაც კი, თუ ამის წინააღმდეგი ხარ. ასეთი მამაკაცები საზღვრებს პატივს არ სცემენ და ძალდატანებას იმით ამართლებენ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.
2. ტყუილი
მუდმივად სჩვევია რეალობის შელამაზება და ტყუილები. ადამიანებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, საკუთარი ტყუილები რომ გაამართლონ, ემოციების გამოვლენაშიც დიდი პრობლემები აქვთ.
3. ეჭვიანობა
თავიდან მისი ეჭვიანი გამოვლინებები არ გაწუხებს, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან აჩენს ბრჭყალებს. უფრო და უფრო გიზღუდავს თავისუფლებას სხვა მამაკაცებთან მიმართებაში. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, მთელი თავისი სიმძიმით მოგვიანებით იჩენს თავს, როცა უკვე საშიში და აკვიატებული გახდება.
4. რთული ბავშვობა
რა იცი მის ბავშვობაზე? თუ ის თავის მძიმე ბავშვობას რთული ხასიათის გასამართლებლად იყენებს, ეს საგანგაშო სიგნალია.
5. უპასუხისმგებლობა
არ ღირს იმ ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება, ვისაც თავისი ემოციების გამოვლენასა და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. დიდი შანსია, რომ მათაც რთული ბავშვობა ჰქონდათ და თავიანთ დესტრუქციულ ხასიათს ამით ამართლებენ.
6. დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე
ასეთ კაცებს სჯერათ, რომ სხვებზე უკეთესები არიან, ვინც კი გარშემო აკრავთ. სინდისი არასოდეს ქენჯნით. პოტენციურ მოძალადეებს იერარქიული თვითშეფასება ახასიათებთ. ანუ თუ თავი სხვაზე რაიმეთი უკეთესი არ ჰგონიათ, თავს მშვიდად ვერ გრძნობენ. ან პირიქით, სულაც არ ჰგონიათ და არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, მაგრამ მაინც ისე წარმოაჩენენ, რომ ყველაზე უკეთესები არიან.
7. მარტოხელა
ამ ადამიანის მთავარი მიზანი პარტნიორის მთელი სამყაროსგან იზოლირებაა. არ სურთ თქვენი მეგობრების გვერდით ყოფნა, არც თავის სამეგობროს გაცნობთ.
8. დაწვრილმანება და ჰიპერმგრძნობელობა
მოძალადეებს დაბალი თვითშეფასება აქვთ, ამიტომ მათი გაღიზიანება ადვილია. მიზეზად წვრილმანიც ჰყოფნით, ყურადღებას აქცევენ დეტალებსა და კომენტარებს, ყველაფერს თავიანთ თავმოყვარეობაზე შეტევად აფასებენ. არ აქვთ მოთმენის უნარი და არაფერს პატიობენ.
9. ზიზღი
ვითომ ხუმრობს, მაგრამ მისი ხუმრობა სავსეა ზიზღითა და სარკაზმით. არასოდეს ბეზრდება სხვის სუსტ წერტილებზე უხეშად ხუმრობა და არავინ მოწონს დედამიწის ზურგზე.
10. აგრესია
აგრესიული ადამიანები პირველ პაემანს ჩალურჯებული თვალით არ ამთავრებენ. ამ შედეგამდე გარკვეული დროის განმავლობაში მიდიან. ცხადია ისიც, რომ ცხოველების ან ბავშვობაში თანატოლების მიმართ გამოვლენილი აგრესია მომავალი მოძალადის სიგნალია.