"როცა ქალი ზედმეტად ეჭვიანია, მის გვერდით ცხოვრება არ გამოდის"
"როცა ქალი ზედმეტად ეჭვიანია, მის გვერდით ცხოვრება არ გამოდის"
მოგეხსენებათ, სხვადასხვა გენდერული სტერეოტიპი არსებობს:
თითქოს ქალებისგან განსხვავებით, კაცებს ნამდვილი მეგობრობა შეუძლიათ, ქალები უფრო ემოციურები ან ჭკვიანები არიან, კაცები - აგრესიულები და ა.შ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მამაკაცისა და ქალის უნარების, თვისებებისა თუ სოციალური ქცევების შესახებ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებებია დამკვიდრებული, რის გამო კამათი ხშირია... 
ქალებზე ლაპარაკი მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის უსიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, აღიარა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ დიდი მოწიწების მიუხედავად, მისთვის არსებობს ქალთა ისეთი კატეგორიაც, რომლის მიმართ მსახიობი
სიმპათიით განწყობილი არ გახლავთ.

- ქალი უფრო ძლიერია თუ მამაკაცი?
- საქართველოს ისტორიიდან თამარ მეფე გავიხსენოთ, ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც ქვეყანას აძლიერებდნენ. ჰოდა, გამოდის, რომ ქალები ძლიერი ადამიანები არიან, მაგრამ უჩვენოდ გაუჭირდებოდათ, ისევე - როგორც ჩვენ გაგვიჭირდებოდა მათ გარეშე (იცინის).

- "შედი, ქალო, "კუხნაში", - ოდესმე, მსგავსი ფრაზა თუ გითქვამთ?
- თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ დაძაბულ ცხოვრებაში ხუმრობის ხასიათზე ხშირად ვარ და ამაღლებული განწყობილების შენ
არჩუნებას ვცდილობ, ასეთი რამ არასდროს მითქვამს. "შედი, ქალო, "კუხნაში" ბევრჯერ მითქვამს ანეკდოტის მოყოლისას, სერიალებში თამაშისას...

- მეუღლეს საოჯახო საქმეებში ეხმარებით?
- ძალიან მინდა, მივეხმარო, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამზარეულოს არ მაკარებს. მეუბნება, - ყველაფერს სვრიო. შეიძლება ითქვას, რომ "ვთხუპნაობ", მაგრამ მაინც ვცდილობ, განსაკუთრებული კერძები მოვამზადო. ჩემი კულინარიული გადაცემიდან ბევრი საინტერესო კერძის მომზადება ვისწავლე. შინაურების წრეში, მამაც და ბაბუაც გემრიელ, "კაცურ" კერძებს ამზადებდნენ და ეს საქმე მეც გამომდის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მანუელივით პროფესიონალი მზარეული ვარ.

- დაგვისახელეთ თვისება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ქალს ახასიათებს და უცნაურად გეჩვენებათ...
- ალბათ - ეჭვიანობა. ვიცი, ეს თვისება მამაკაცებსაც ახასიათებთ, მაგრამ როცა ქალი ზედმეტად ეჭვიანია, მის გვერდით ცხოვრება არ გამოდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ურთიერთობა აუცილებლად გართულდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც და უსაფუძვლოც, მაგრამ ოჯახში ამ ყველაფრის დამარეგულირებელი ალბათ, ქალი უნდა იყოს... არც ქალების ბევრი ლაპარაკი მაღიზიანებს, არც მაღაზიებში ბევრი სიარულია მოსაწყენი... მაგრამ ქალი შეიძლება, მოსაწყენი გახდეს, როცა ნამეტნავად ეჭვიანია...
გაგრძელება
2740
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
პაატა, თავს ნუ ჭრი კახელებს, შენ და ,,ბაბუა,, თუ ეს ჟურნალისტის დამსახურებაა, თუ მასეა ცოტა შეანჯღრიე
12:58 / 24-04-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?