მას მერე ათიდან ცხრა კაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია... უძველეს დროში ღმერთმა თურმე ათი ადამი გამოძერწა. ერთი მიწას ხნავდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე თევზს იჭერდა... ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ ისინი მამა ღმერთთან და სთხოვეს.
- ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.
ღმერთმა მისცა თიხა და უთხრა:
- თქვენი ნებასურვილისამებრ გამოძერწეთ ქალი, რომელსაც როგორი მოგწონთ: პუტკუნა, გამხდარი, მაღალი, პატარა... მე კი მათ სულ შთავბერავ.
ამის მერე ღმერთმა ლანგრით გამოიტანა შაქარი და ბრძანა:
- აქ ათი ნატეხია. ყოველმა თქვენგანმა აიღოს თითო და მისცეს თავის ცოლს, რომ მასთან ტკბილად იცხოვროს.
ყველა ასე მოიქცა.
ღმერთმა წარბები შეკრა:
- თქვენ შორის ერთი მატყუარაა, ლანგარზე თერთმეტი ნატეხი შაქარი იდო. ვინ აიღო ორი ნატეხი?
ყველა დუმდა.
ღმერთმა ისინი დასაჯა – წაართვა ცოლები, აურია და მერე დაურიგა, ვისაც რომელი შეხვდა.
მას მერე ათიდან ცხრა კაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია... იმიტომ, რომ მან ზედმეტი ნატეხი შაქარი შეჭამა.
და მხოლოდ ერთმა ადამმა იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია, რადგან ზედმეტი ნატეხი შაქარი თვითონ შეჭამა.