5 მარტივი ჭეშმარიტება ოჯახური სიამტკბილობის შესანარჩუნებლად
5 მარტივი ჭეშმარიტება ოჯახური სიამტკბილობის შესანარჩუნებლად
სინამდვილეში ეს რთული არ არის. საჭიროა მხოლოდ უმარტივესი ჭეშმარიტებების კარგად გაცნობიერება და ცხოვრებაში გატარება.

1. საღამოს ოჯახური რიტუალები
ცოლ-ქმრის საათი აუცილებლად უნდა იყოს ახალგაზრდა ოჯახის "გრაფიკში" გათვალისწინებული. ბავშვებს რომ დააძინებთ, აუცილებლად განიხილეთ განვლილი დღე, პრობლემები, საშიშროებები, ასევე თქვენი გეგმები და ოცნებებიც. ასეთი საუბრები ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.

2. შეეგუეთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს
ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ საყვ
არელი ადამიანის ნაკლი მეტად უნდა გიყვარდეს, ვიდრე ღირსება. თუ ამ ნაკლოვანებებს არ შეიყვარებთ და არ შეეგუებით, ისინი მთელ ცხოვრებას გაგიმწარებენ.

3. გმადლობ და ბოდიში
ამ სიტყვებს ოჯახის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობისას ხშირად ივიწყებენ. არადა, ეს ორი ჯადოსნური სიტყვა ბევრ უსიამოვნო მომენტს ანეიტრალებს.

4. ახალი შთაბეჭდილებები
მალე დასვენების დღეები დადგება. ნუ გაატარებთ მას ტელევიზორის წინ ან ქურასთან. აუცილებლად გაისეირნეთ ერთად.

5. დრო საკუთარი თავისთვის
ნუ დაივიწყებთ, რომ ბედნიერი ქორწინება ორი ბედნიერი ადამიანის კავშირია. ოჯახის ყველა წევრს საკუთარი თავისთვის დრო უნდა რჩებოდეს.

mshoblebi

7 წესი ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად



mshoblebi

მამა პაისი ათონელის დარიგებები ცოლ-ქმარს


6469
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?