სინამდვილეში ეს რთული არ არის სინამდვილეში ეს რთული არ არის. საჭიროა მხოლოდ უმარტივესი ჭეშმარიტებების კარგად გაცნობიერება და ცხოვრებაში გატარება.
1. საღამოს ოჯახური რიტუალები
ცოლ-ქმრის საათი აუცილებლად უნდა იყოს ახალგაზრდა ოჯახის "გრაფიკში" გათვალისწინებული. ბავშვებს რომ დააძინებთ, აუცილებლად განიხილეთ განვლილი დღე, პრობლემები, საშიშროებები, ასევე თქვენი გეგმები და ოცნებებიც. ასეთი საუბრები ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.
2. შეეგუეთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს
ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ საყვარელი ადამიანის ნაკლი მეტად უნდა გიყვარდეს, ვიდრე ღირსება. თუ ამ ნაკლოვანებებს არ შეიყვარებთ და არ შეეგუებით, ისინი მთელ ცხოვრებას გაგიმწარებენ.
3. გმადლობ და ბოდიში
ამ სიტყვებს ოჯახის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობისას ხშირად ივიწყებენ. არადა, ეს ორი ჯადოსნური სიტყვა ბევრ უსიამოვნო მომენტს ანეიტრალებს.
4. ახალი შთაბეჭდილებები
მალე დასვენების დღეები დადგება. ნუ გაატარებთ მას ტელევიზორის წინ ან ქურასთან. აუცილებლად გაისეირნეთ ერთად.
5. დრო საკუთარი თავისთვის
ნუ დაივიწყებთ, რომ ბედნიერი ქორწინება ორი ბედნიერი ადამიანის კავშირია. ოჯახის ყველა წევრს საკუთარი თავისთვის დრო უნდა რჩებოდეს.