''ჩემი ნეკნისგანაა ჩემი ცოლი გამოძერწილი...''
''ჩემი ნეკნისგანაა ჩემი ცოლი გამოძერწილი...''
''საქართველოს სიყვარული და პატრიოტობა სტერეოტიპული არასდროს იქნება. თითოეულმა ქართველმა რომ აიღოს პატარა აგური და საქართველოს სასარგებლოდ დადოს, ესეც დიდი პატრიოტობაა. XXI საუკუნეა, ''აიფონები'' გვიჭირავს ყველას ხელში, წინ მიდის ცხოვრება და უნდა ავყვეთ, უნდა გავიზარდოთ და განვვითარდეთ, მაგრამ ყველაფერი ქართულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, ის სიწმინდეები არ უნდა დავივიწყოთ, რაც დიდმა ქართველებმა დაგვიტოვეს. ენა, მამული, სარწმუნოება ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. პატრიოტი იყავი და ახლებურად გააკეთებ ამას, თუ ძველებურად, მნიშვნელობა არ აქვს'', - განაცხადა
რამაზ ნოზაძემ
ტრადიციებზე საუბრისას.

- დრომოჭმულად რომელი ტრადიცია მიგაჩნია?
- ცხოვრება იცვლება, ამიტომ ტრადიციებმაც ცვლილებები განიცადეს. დღეს შეხედულებებიც შეიცვალა, ადრე ქალი აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო, დღეს ასე აღარაა.

- ოჯახის შექმნის ტრადიციაც შეიცვალა, რას ფიქრობ წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე?
- მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, სიყვარული და ტრადიციები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ტრადიცია სიყვარული არ არის. როცა გიყვარს, რა
შუაშია ტრადიცია? ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ოჯახები ტრადიციების დაცვით შექმნან, მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეალობაში მაინც ქორწინებამდე თანაცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. მე ვერავის ვურჩევ, როგორ და რა გზით დაუკავშირონ ცხოვრება საყვარელ ადამიანს. შეიძლება, ტრადიციულად შექმნილი ოჯახი დაინგრეს, წინასწარი თანაცხოვრებით დაწყებულმა ურთიერთობამ კი მთელი ცხოვრება გაძლოს, ან პირიქით. ამის განსაზღვრა ძალიან
ძნელია. სიყვარულში მესამე ადამიანი, დედა, მამა ან სხვა, არ უნდა ჩაერიოს. თუ წყვილი, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ერთად იქნება, ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ გრძნობას, მტრად იქცევიან, გინდ დედა იყოს, გინდ მამა და გინდ – სხვა...

- რამაზ, ოჯახს უფროსი სჭირდება?
- დასაბამიდან მამაკაცია ოჯახის უფროსი, მაგრამ ის არ უნდა იყოს დესპოტი. რადგან კაცი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გაქვს, ოჯახის წევრები დაამცირო და რამე უბრძანო. თუ ოჯახში იდილია არ გექნება და შენი მეუღლე იმას არ გაითავისებს, რომ შენ უფროსი ხარ და შენი სიტყვა უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი, გაჭირდება ურთიერთობა. ურთიერთგაგება თუ აქვს წყვილს, მაშინ ავტომატურად უფროსი ხარ და ავტომატურად შენი გეზი უჭირავს ოჯახს. დაოჯახების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ მე გავაკეთე რაღაც, რომლის საქმის კურსში ცოლი არ ჩავაყენე, ამასაც გაგებით უნდა მოეკიდოს და ამის გამო უთანხმოება არ უნდა წარმოიშვას.

- როგორია შენთვის ნამდვილი ქართველი ქალი?
- დედაჩემი ჩემი კულტი და სალოცავია, ჩემი ცოლი ჩემი სიყვარული და ჩემი გულია. მგონი, ამომწურავი პასუხია ეს ჩემგან.

- გენდერული თანასწორობა ოჯახში...
- ეს ყველაფერი მარაზმამდე არ უნდა მივიდეს. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ კანადიდან და მომიყვნენ, თურმე კანადაში თუ ქალი განაცხადებს, რომ კაცი შეურაცხყოფას აყენებს, მამაკაცი დამნაშავე რომც არ იყოს, მიჰყავთ და ასამართლებენ. ეს აღარაა გენდერული თანასწორობა, ეს უკვე მატრიარქატია. კაციც ადამიანია და ქალიც. ეს ორი სქესი ერთმანეთისთვისაა შექმნილი, ერთმანეთს უნდა გავუგოთ და დავაფასოთ. ქრისტიანულადაც რომ განვიხილოთ ეს საკითხი, ასეა. ჩვენგან არიან ქალები შექმნილნი, ჩემი ნეკნისგანაა ჩემი ცოლი გამოძერწილი, თუნდაც ამიტომ ქალი ყოველთვის მამაკაცზე დაბლა იდგება, იმიტომ, რომ ჯერ კაცი იყო და მერე ქალი.

- ღალატი რატომ განისაზღვრება სქესის მიხედვით?
- კაცის ბუნებაა სხვანაირი. ქალი ოჯახის ხერხემალია, კაცი რომ წავიდეს და ქალს უღალატოს, შეიძლება, ისეთი დამამცირებელი არ იყოს, როგორც ქალის ღალატი, რაც ხერხემალში გადამტვრევის ტოლფასია. გაგრძელება
3230
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
---
0
რა გააწყალეთ გული ამ ქართველმა კაცებმა სულ იმის მტკიცებით ვინაა ოჯახში მთავარი და ქალი მაღლა უნდა იდგეს თუ დაბლა. თქვენ ხართ სწორედ ის მამაკაცებირომელთა ცოლები საზღვარგარეთ არიან გადახვეწილი და ფულს გიგზავნიან წამოწოლილებს, თქვენ ხართ ის მამაკაცები ცოლი რომ წელგათრეული მოდის ბაზრიდან დატვირთული ცელოფნებით, თქვენ ის მამაკაცები ხართ ვითომ თანედროვეები რომლებიც მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას არ აძლევენ ცოლებს. ეგოისტები ხართ. ქალი ყოველთვის იქნება თქვენთვის მეორე ხარისხოვანი, სუსტი და "დასაჩმორებელი". ესაა დღევანდელი რეალობა
17:42 / 02-05-2015
0
Qali eseigi umnishvnelovanesia da amastanave meore xarisxovani? Qartveli yru kacebi. Nebismieri qali gjobiat.
00:05 / 02-05-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?