ჩემს ქმარს პირველივე დღეს გამოვუცხადე, რომ სახლში არაფრის გამკეთებელი არ ვარ ახალდაქორწინებული ინგლისელი, ფრანგი და ქართველი ქალები საუბრობენ:
ინგლისელი: - მე ჩემს ქმარს პირველივე დღეს გამოვუცხადე, რომ სახლში არაფრის გამკეთებელი არ ვარ. ერთი დღე გავიდა – არ ჩანს; ორი დღე გავიდა – არ ჩანს; მესამე დღეს რაღაც რობოტი მოიყვანა და ის აკეთებს სახლში ჩემს მაგივრად ყველაფერს.
ფრანგი: - მეც გამოვუცხადე ჩემს ქმარს, რომ სახლში არაფრის გამკეთებელი არ ვარ. ერთი დღე გავიდა – არ ჩანს; ორი დღე გავიდა – არ ჩანს; მესამე დღეს მოიყვანა მოსამსახურე და ის აკეთებს სახლში ჩემს მაგივრად ყველაფერს.
ქართველი: - მეც გამოვუცხადე, რომ არაფრის გამკეთებელი არ ვარ. ერთი დღე გავიდა – არ ჩანს; ორი დღე გავიდა -არ ჩანს; მესამე დღეს მარჯვენა თვალიდან ცოტათი გამოჩნდა …