აღარავინ დავობს იმაზე, რომ ინტიმურ მხარეს ოჯახის სიმტკიცეში დიდი როლი მიუძღვის აღარავინ დავობს იმაზე, რომ ინტიმურ მხარეს ოჯახის სიმტკიცეში დიდი როლი მიუძღვის. არადა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს დღის სულ სხვადასხვა მონაკვეთში აქვს ინტიმური სიახლოვით ტკბობის სურვილი. მათთვის "იდეალური დრო სექსისთვის" სულ სხვადასხვა რამაა. გარკვეული კვლევის შემდეგ ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სოციოლოგები.
სექსში ქალები ნამდვილი "ღამურები" არიან, მამაკაცები კი - ტოროლები, რადგან სქესობრივი სიახლოვის მოთხოვნილება დილაადრიან ჰქონიათ. ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, რომ ქალებს ყველაზე მძაფრად სექსის სურვილი 23:00 საათიდან ეღვიძებათ, მამაკაცებს კი - 15 საათით ადრე - 08:00 საათზე.
იმ დატვირთვის მიუხედავად, რაც დიასახლისებს აქვთ - საოჯახო საქმე, შვილების მოვლა, კერძების მზადება - ღამით მათი ლტოლვა მაინც პიკს აღწევს. განსხვავებით ქმრებისგან, რომლებსაც ეს პიკი 06:00-09:00 საათებში აქვთ. ამის გამო ბევრ წყვილს შექმნია პრობლემა. შეიძლება ამის გამო ოჯახს არ ანგრევენ, მაგრამ ემოციურ დიკომფორტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს.
სამეცნიერო დასკვნის მიხედვით, გამონაკლისებიც გვხვდება. ქალების 11% სწორედ დილიაადრიან განიცდის სიახლოვის მოთხოვნილებას, მამაკაცების 16% კი სექსით ტკობას ღამით ამჯობინებს. გამოსავლად სოციოლოგები "ურთიერთდათმობის პოლიტიკას" გვთავაზობენ. შეუძლებელია ცოლქმრული იდილია მაშინ, როცა სარეცელის გაყოფა მხოლოდ ქალის ან მამაკაცის ბიოლოგიურ საათზე ეწყობა. პარტნიორებმა ანგარიში უნდა გაუწიონ ერთმანეთის "დროის სარტყელს" და თავიანთი ინტიმური ცხოვრება ამაზე უნდა "ააწყონ". ცოლ-ქმარმა ერთი ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს - ბავშვებს გაცილებით ღრმად სძინავთ დაწოლიდან 2-3 საათის შემდეგ, ვიდრე დილაადრიან.