"დედამისმა არ ასწავლა, კარიერისტად გაზარდა... გაზქურასთან ერთი საათიც არ გაუტარებია!" როცა ქალების გულთამპყრობელმა ჯორჯ კლუნიმ ბოლოს და ბოლოს მოიყვანა ცოლი, ეს ნამდვილი მსოფლიო მოვლენა იყო. 37 წლის ამალ ალამუდინმა ტავისი დახვეწილი გემოვნებით და სილამაზით მალე მოხიბლა საზოგადოება და ყველამ აღიარა, რომ ჯორჯმა შესაფერისი კანდიდატურა იპოვა. თუმცა ოჯახის შექმნიდან მალევე იჩინა პრობლემებმა.
ჯერ ერთი, ამალი ძალიან არის დაკავებული თავისი საქმიანი ცხოვრებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იურისტია და გამუდმებით უწევს ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა საქმიანი ვიზიტებით. ჯორჯს, რომელმაც 50 წელს გადააბიჯა, უკვე ეჩქარება შვილის გაჩენა, ამალი კი ჯერ არ ჩქარობს – ამან პირველი უკმაყოფილება გამოიწვია.
ამალი თურმე არც დიასახლისობით გამოირჩევა. როგორც გაირკვა, თვით ჯორჯ კლუნისნაირ მეგავარსკვლავსაც კი ძალიან უნდა, რომ მისი ცოლი შინ ჩვეულებრივი დიასახლისი იყოს და დაიჩივლა კიდეც. ამალს მისთვის ჯერ არაფერი მოუმზადებიაკ, ერბოკვერცხის გარდა.
"ამალს შესანიშნავად შეუძლია... რესტორნების არჩევა და მაგიდის დაჯავშნა. გაზქურასთან ერთი საათიც არ გაუტარებია! დედამისსაც არასდროს მოუმზადებია და არც მისთვის უსწავლებია, ქალიშვილს კარიერისტად ზრდიდა", - დაიჩივლა ჯორჯმა. მერე კი, მეტისმეტად მძაფრი რომ არ გამოსვლოდა კომენტარი, ცოტა შეარბილა: "თუმცა ეს ნორმალურია, რომ ჩვენ ორიდან ქმარი ამზადებს და არა ცოლი. ვგიჟდები მომზადებაზე. ეს ნამდვილი ბედნიერებაა, როცა 12 კაცზე გემრიელ ვახშამს ვამზადებ, სტუმრებს კი ამალი პატიჟებს – ძირითადად, თავის ლიბანელ ნათესავებს".
იმედია, ჯორჯს არ მობეზრდება გაზქურასთან ტრიალი, ან ამალი მოეგება გონს და პრიორიტეტებს ცოტა მეტად გადასწევს ოჯახისკენ – ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ქალების საყვარელი მამაკაცი ჰყავს გვერდით... თორემ მათ ქორწინებას აშკარად წყალი აქვს შემდგარი.