"მშობიარობაზე დასწრება შეუღლების დღიდან გადავწყვიტე, მინდოდა, ეს ბედნიერი წუთები ერთად გაგვეზიარებინა"
"მშობიარობაზე დასწრება შეუღლების დღიდან გადავწყვიტე, მინდოდა, ეს ბედნიერი წუთები ერთად გაგვეზიარებინა"
ეთერის და თორნიკეს სიყვარულის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო. მეგობრობიდან სიყვარულში გადაზრდილმა ურთიერთობამ ეს ოჯახი შექმნა და პატარა დათა გამგებელი მოავლინა ქვეყანას. დათას დაბადებამდე სამშობიაროში გადაღებულმა ემოციურმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა ეს წყვილი და გვეკითხა, რამდენად აადვილებს მშობიარობის პროცესს მეუღლის გვერდით დგომა და უნდა ესწრებოდეს თუ არა მამა მშობიარობას. 

- თორნიკე, როდის გადაწყვიტეთ, რომ მშობიარობას დაესწრებოდით?
- მშობიარობაზე დასწრება შეუღლების დღიდან გადავწყვიტე, რადგან მინდოდა, ეს ბედნიერი წუთები ერთად გაგვეზიარებინა. ვთვლი, რომ ყველა მომავალი მამა უნდა ესწრებოდეს
მშობიაობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ გვერდში დგომით თავიანთ მეუღლეებს საგრძნობლად უადვილებენ მშობიარობის პროცესს. მომავალ მამებს ვურჩევ ამ მნიშვნელოვან დღეს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ საყვარელი ადამიანის მიმართ, რადგან სწორედ ამ დღეს განსაკუთრებულად საჭიროა გვერდში დგომა და ყურადღება.

- ეთერ, ამბობენ, რომ საყვარელი ადამიaნის გვერდში დგომა საგრძნობლად ამსუბუქებს მშობიარობის პროცესს, მართლაც ასეა?
- ნამდვილად ასეა, ჩემი მეუღლის გვერდში დგომამ მართლა შემიმსუბუქა მშობიარობის პროცესი. არც ერთი წამი არ მომშორებია გვერდიდან, ეს დიდ ძალას მმატებდა. ორსულობის პერიოდშიც მარტო არასდროს წავსულვარ ექიმთან კონსულტაციაზე. ჩემი მეუღლეც მომავალი ექიმია და ამიტომ ყველაფერში ზედმიწევნით იყო გარკვეული. ექიმთან მისვლამდე ხშირად განუმარტავს ჩემთვის ანალიზის
პასუხები.

- ბევრი ქალი ამბობს, რომ მშობიარობაზე ქმის დასწრება არ სურთ და ეს არც არის აუცილებელი, როგორია თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით?
- ურთიერთობიდან გამომდინარე წყვეტენ ქალები, სურთ თუ არა ქმრების დასწრება მშობიარობიაზე, ზოგ ოჯახში ეს საკითხი არც კი განიხილება. მე პირადად ძალიან დამეხმარა მისი თანადგომა და უფრო მარტივად გადავიტანე ის ტკივილები, რაც მშობიარობას ახლავს თან. აქედან გამომდინარე, ვურჩევ ყველა წყვილს, თუ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ერთად უფრო მარტივად გადალახავენ ამ პროცესს და მზად იქნებიან ერთად შეხვდნენ პატარას, აუცილებლად დაესწროს მამიკო მშობიარობას.

- ახლა როგორ გიდგათ ქმარი გვერდში, ალბათ კარგი მამაა...
- ძალიან აქტიური მამიკოა. მაქსიმალურად არის ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. ამ ბედნიერ წუთებს არაფერი ჯობს. პატარა დათაც ბედნიერია, ასე მგონია, პირველივე დღიდან გრძნობს, რომ დედიკოც და მამიკოც დაბადების პირველივე წამიდან მის გვერდით არიან.
სალომე გორგოშიძე
23738
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
eto
0
ჩაჩავას კლინიკა
14:42 / 17-10-2015
nini
0
ეს რომელი სამშობიაროა???
18:17 / 24-09-2015
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?