ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე
ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე
ანი გიუნტერი ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს - კახა არაბიძეს დაშორდა... ტელეწამყვანს ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.

- ანი, სოციალურ ქსელში ამოვიკითხე კომენტარი, რომ მკერდი გაიდიდე.
- ვაღიარებ, რომ საოცრად გავსუქდი, რამაც სხეულის ყველანაირი ფორმის გაზრდა განაპირობა. ეს ბუნებრივად მოხდა, მადის გაზრდის ხარჯზე. გურმანი ვარ და საკვებზე უარს ვერ ვამბობ. ვიღებ
მაყურებლის სამართლიან შენიშვნას და ვამბობ, რომ ფაქტია, წონას ასე არასდროს შევუწუხებივარ.

- ამ ინტერვიუს მერე იმედია, მტანჯველ დიეტებს არ დაიწყებ.
- ტანჯვა ნამდვილად არ მჭირდება. როგორც კი კვების რაციონიდან რამდენიმე პროდუქტს ამოვიღებ, რომელიც მასუქებს, მაშინვე ფორმაში ვდგები.

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვს. ბავშვებისთვის რამდენად გრჩება დრო?
- როდესაც გადატვირთული ხარ, აფასებ ყოველ წამს და წუთს, რომელსაც შვილებთან ატარებ. ყოველ საღამოს ოჯახურ გარემოში განტვირთვა ძალიან მაგარია.

- ბავშვები აპროტესტებენ, დედასთან რომ ნაკლებ დროს ატარებენ?
- საღამოს შვიდი საათიდან უკვე მათთან ერთად ვარ. უბრალოდ, დილით ადრე მიწევს გასვლა და დამატებით ვმუშაობ, ამიტომ ჩემთან ყოფნის დეფიციტი არ აქვთ.
mshoblebi
- მეუღლესთან ურთიერთობაში რაღაც პერიოდი პრობლემები გქონდა, დაშორდით
ერთმანეთს და ახლა, როგორც ვიცი, ეს პრობლემა წარსულში დარჩა.
- ოჯახური პრობლემა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მასში მთელი საქართველო ერთვება. ამიტომ პირობა მაქვს დადებული, რომ ოჯახზე ხმამაღლა არ ვისაუბრო. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- ახალგაზრდა ოჯახებს რა რჩევას მისცემდი?
- ვურჩევ, ერთმანეთთან ურთიერთობაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩარიონ, მათ შორის მეგობრებსაც ვგულისხმობ. არც ერთ ჩემს მეგობარს არ სწყინს, რომ ჩემს ამბებს არ ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობრების კეთილი რჩევები ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მაინც ცოლ-ქმარმა უნდა მიიღოს. როდესაც შენი ამბავი იცის თუნდაც სამმა ადამიანმა, შენ უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, ხომ არ გელახება თავმოყვარეობა შენს ახლობელ მეგობართან, რომელიც თუნდაც ხუმრობით გეტყვის, არ გაქვს თავმოყვარეობა, რამდენ ხანს ელოდები? პირადი იმიტომაა პირადი ამბავი, რომ შენ თავად გადაწყვიტო, ვის რამდენი წელი დაელოდები ან არ დაელოდები. გაგრძელება
6359
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?