კაცებს ექიმებთან სიარული არ უყვართ. ამიტომ ცოლს მეტი სიფხიზლე მართებს კაცებს ექიმებთან სიარული არ უყვართ. ამიტომ ცოლს მეტი სიფხიზლე მართებს. რომელი სიმპტომები არ უნდა დატოვოთ ყურადღების მიღმა და როდის უნდა წაიყვანოთ ექიმთან თუნდაც ძალით?
• ტკივილი მკერდის არეში. ეს გულის დაავადების სერიოზული სიმპტომია
• დილის გახანგრძლივებული ხველა, რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. ეს შეიძლება მწეველის ბრონქიტი იყოს, მაგრამ ყველაფრის სიგარეტზე დაბრალება შეცდომაა. ამ დროს შეიძლება ფილტვებში იყოს პრობლემა და უნდა გაარკვიოთ.
• ღამის შარდვა და ერექციის პრობლემები ხშირად პროსტატის პრობლემებს უკავშირდება. საჭიროა ვიზიტი უროლოგთან და PSA-ს გამოკვლევა.
• დუმილი, საკუთარ თავში ჩაკეტვა, მოუვლელი გარეგნობა, სახლიდან გაუსვლელობის სურვილი დეპრესიაზე მიუთითებს. კაცებს ეს პრობლემა ქალებზე უფრო რთულად გადააქვთ. ამიტომ იმოქმედეთ.
• გამუდმებული წყურვილი კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემაზე მიუთითებს. ასე იწყება დიაბეტი. ეჭვები რომ გაიქარწყლოთ, სისხლში შაქრის დონე უნდა შეუმოწმოთ.
• თავის ხშირი ტკივილები. საჭიროა წნევის გადამოწმება და ხერხემლის რენტგენი. ნუ მიცემთ უფლებას, რომ ტკივილგამაყუჩებლებით "გაიჭყიპოს".
• თუ ღიპი გაეზარდა, ქოლესტერინზე ანალიზი აიღეთ. ასევე შეუდექით კვების მოწესრიგებას: მეტი უმი საკვები, ნაკლები მარილი და ალკოჰოლი.
• ხერხემლის არეში სისტემატური ტკივილი ართრიტის ან ოსტეოპოროზის ნიშანია. შეიძლება მჯდომარე ცხოვრების წესით იყოს გამოწვეული, ამიტომ რამდენიმე კილოს დაკლება მოუწევს.