არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან. ემოციების ზღვა, ვნება, სექსუალურობა, იდუმალება... ეს სამართებელზე სიარულს ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას გავს – გინდა, მაგრამ საშიშია.
ასეთ ქალთან ურთიერთობა არა მხოლოდ საოცრად საინტერესოა, არამედ დამღლელიც. დიახ, შენ კაშკაშა ხარ, ფეერიული და ოდნავ გიჟიც. შენ – ოცნება ხარ და ამავე დროს კოშმარი, განსხეულებული ვნება, ამქვეყნიური ჯოჯოხეთიც და სამოთხეც. შენი მოთვინიერება შეუძლებელია და რაც მთავარია, ძალიან ძნელია შენი სიყვარული.
არადა, ისევე როგორც ყველა ქალს, შენც უბრალო ქალური ბედნიერება გჭირდება: გინდა გიყვარდეს და უყვარდე. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ყველა შენი რომანი სწრაფადვე მთავრდება? პირველ რიგში დაიმახსოვრე ორი მარტივი ჭეშმარიტება:
1) ურთეირთობაზე უნდა იმუშაო;
2) სიყვარული ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.
როცა შენს მეორე ნახევარს შეხვდები, არ ჰკითხო საკუთარ თავს "რისთვის დაიმსახურე ასეთი ჯილდო?". შენ გაქვს უფლება, იყო ბედნიერი! გაგრძელება