”ჩემმა ცოლმა თითებით მომხიბლა” - როგორი ქმარი და მამაა ზურა ინგოროყვა
”ჩემმა ცოლმა თითებით მომხიბლა” - როგორი ქმარი და მამაა ზურა ინგოროყვა
ზურა ინგოროყვამ მეუღლე, შორენა კახიანი, პირველ კურსზე გაიცნო და სამ წელიწადში ცოლადაც მოიყვანა. მას მერე 20 წელი გავიდა, მაგრამ სიყვარული კი არ განელდა, პირიქით, გაძლიერდა. წყვილს ერთადერთი ქალიშვილი, ანა ჰყავს.

- როგორ გაიცანით მეუღლე?
- ეროსი კიწმარიშვილის ძმა ჩემი კლასელი იყო. მისი მეშვეობით შევხვდით ერთმანეთს. შორენა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მე კი თეატრალურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი. მისმა თითებმა მომხიბლა. განსაკუთრებული და ულამაზესი თითები აქვს. ჯერ მე შემიყვარდა და ჩემი გრძნობები თავს მოვახვიე. ის დაბნეული იყო. შეყვარებულობის პერიოდში ჰიპერაქტიური
ვიყავი, მუდამ სილამაზეზე, ხელოვნებასა და სიყვარულზე ვესაუბრებოდი, ჩემს სპექტაკლებზე დამყავდა და ამით ვაწონებდი თავს. დღესაც ვცდილობ, ჩემი პლუსები დავანახვო და მისთვის საინტერესო ვიყო. 1991 წელს ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ კინო და თეატრი არსებობდა.
mshoblebi
- გაჭირვება და პოლიტიკური დაძაბულობა რომანტიკას კლავს...
- რომანტიკას ადამიანი თავად ქმნის, მაშინაც, თუ ირგვლივ დაძაბულობა და სტრესია. ბათუმში ვიყავით ორი კვირით წასულები. ცხრა საათზე პლაჟზე გავდიოდით, ვბანაობდით და თორმეტზე უკან ვბრუნდებოდით. გარეთ არეულობა, სროლა და განუკითხაობა ტრიალებდა. ჩვენ კი ჩვენი ედემი შევქმენით.
დაოჯახების შემდეგ ბავშვი ჩნდება და ვალდებულებები იმატებს. რომანტიკისთვის დრო აღარ გრჩება. მე და შორენას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ამიტომ
პირადი სივრცისთვის მაინც ვიცლით.
ყველა შეყვარებული მამაკაცი რჩეულთან სიახლოვეს ცდილობს. შორენას მეც უკან დავყვებოდი. მახსოვს, მისი გულისთვის ერთხელ ხის ძირას, ტყეში გავათენე ღამე.
mshoblebi
ქალიშვილთან ერთად

...თანაცხოვრება სასიამოვნო იყო, თუმცა მრავალი ყოფითი პრობლემა წამოიჭრა. არასდროს დამავიწყდება 1994 წლის 2 დეკემბერს, როცა ჩემი ქალიშვილი გაჩნდა, გაზი წავიდა. არც დენი იყო. ბიჭებმა მკითხეს, ბავშვს სამშობიაროდან რომ გამოიყვან, როგორ უნდა გაათბოო? არ ვიცი, მაგაზე ჯერ არ მიფიქრია-მეთქი, ვუპასუხე. წავიდნენ, ბუხარი მოიტანეს და შეშაც მოზიდეს. ანი ჩემი ძმაკაცების გაზრდილია. დაახლოებით ოცი კაცი ვცხოვრობდით ერთად, სახალისო იყო. თბილად მახსენდება ის პერიოდი. გაგრძელება
4561
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი