როგორ უნდა გახდე ქალი, რომელსაც ქმარი არასოდეს მიატოვებს
როგორ უნდა გახდე ქალი, რომელსაც ქმარი არასოდეს მიატოვებს
ყველამ იცის, როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი, მაგრამ როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მამაკაცმა მისი მიტოვება არც გაიფიქროს? გახდე მამაკაცისთვის ერთადერთი, რა თქმა უნდა, იოლი ამოცანა არ არის. თუმცა ეს როდი ნიშნავს, გულზე ხელდაკრეფილი იჯდე, იწუწუნო და არაფერი აკეთო.

იყავით მრავალფეროვანი
ჯერ კიდევ კოკო შანელი ამბობდა, ქალი მამაკაცისთვის ყოველთვის საინტერესო რომ იყოს, მუდმივად უნდა იცვლებოდესო. მხოლოდ იმიჯის რეგულარულ ცვლაზე არ არის ლაპარაკი. იყავით სხვადასხვაგვარი - ხან პატარა ნებიერი გოგონა, რომელსაც მოფერება უნდა, ხან - ვნებიანი საყვარელი, ხან - სამაგალითო დიასახლისი,
ხანაც - ამაყი დედოფალი, რომლის ერთი ღიმილისთვის მამაკაცი ნახევარ სამეფოს გაიღებდა. მთავარია, დიდხანს არ ჩარჩეთ რომელიმე სახეში. მუდმივად ცვალეთ ისინი. იყავით ამოუცნობი! ვერაფერი ავნებს თქვენს ურთიერთობებს იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ ქმარი "მოხარშულსაც" გიცნობთ და ზუსტად იცის, რას იტყვით და როგორ მოიქცევით ამა თუ იმ სიტუაციაში ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ…

მიიღეთ მამაკაცი ისეთი, როგორიც არის
დაიმახსოვრეთ, პირველი კოცნა ან ქორწინების შტამპი პასპორტში, არ გაძლევთ სრულ უფლებას, თქვენი შეხედულებისამებრ დაიწყოთ მამაკაცის გადაკეთება. თავად მიიღებდით მამაკაცისგან გამუდმებულ შენიშვნებს? ნუ მოითხოვთ მისგან, რომ  მთლიანად შეესაბამებოდეს თქვენს იდეალს. ნუ გაამხავილებთ ყურადღებას მის ნაკლოვანებებზე, უბრალოდ, მსუბუქად, ტაქტიანად
მიანიშნეთ მათზე. და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად შეაქეთ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო სიკეთისთვის.

იყავით საიმედო
დაარწმუნეთ მამაკაცი, რომ შეუძლია, გენდოთ. მან უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თქვენი ნდობა ჭირშიც და ლხინშიც. იმის ნაცვლად, რომ რისხვა დაატეხოთ თავს, მაშინ როცა თავადაც განიცდის, რომ რაღაც არ გამოუვიდა, უმჯობესია, გაამხნევოთ და ერთად იმსჯელოთ გამოსავალზე.

გიყვარდეთ საკუთარი თავი
მამაკაცს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაინტერესდეს ქალით, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს, მაგრამ ეს ინტერესი წმინდა უტილიტარული ხასიათის იქნება. ასეთ ქალთან ურთიერთობა მამაკაცისთვის კომფორტული იქნება, რატომაც არა - უფასო შინამოსამსახურე, დიასახლისი, ძიძა, თუმცა ამას ხომ სიყვარულს ვერ დაარქმევ? პირველ რიგში თქვენ უნდა სცემდეთ პატივს საკუთარ თავს და მერე სხვებიც იმავეს იგრძნობენ თქვენ მიმართ.

ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტის
რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, წყვილისთვის კონფლიქტები ენერგიის წყაროა. ასე რომ, წარმოდგენა, თითქოს იდეალურ ოჯახში ყოველთვის სიმშვიდე და თანხმობაა, არა მარტო გაზვიადებულია, არამედ ვნებს კიდეც ურთიერთობებს. კამათი შეიძლება, აუცილებელიც კი არის. მთავარია, იმ მომენტში დაივიწყოთ სიტყვები "ყოველთვის" და "არასდროს" და განიხილოთ მხოლოდ კონკრეტული შემთხვევა და არ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც მამაკაცს ოდესმე შეშლია.

ნუ იქნებით მისი მეგობარი
ურთიერთობებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვნების გამომწვევი "ქიმიური რევოლუცია" მშვიდობიანად სრულდება, სწორედ ამ დროს ჩნდება "საფრთხე", მამაკაცისთვის საიმედო მეგობრად, მშობლიურ ადამიანად იქცეთ, რომელიც მისი ინტერესებით ცოცხლობს. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სურვილი შეიძლება, პრობლემების დასაწყისად იქცეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ყოველთვის ერთად აკეთებენ, მალე ამოწურავენ სასაუბრო თემებს და არაფერი დარჩებათ სალაპარაკო. მერე, შესაძლოა იმდენად მშობლიურ და ღვიძლ ადამიანად მოეჩვენოთ, რომ თქვენთან სექსზე ვეღარც იფიქროს.

ნუ დაივიწყებთ სექსს
ეს მთავარი ინსტინქტია და ის არავის შეუცვლია. სექსი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძილი და საკვები. საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. არც სპონტანურ სექსზე თქვათ უარი, ეს მხოლოდ გაამყარებს თქვენს ურთიერთობებს.

გაუფრთხილდით ოჯახურ კერას
სამსახურიდან დაბრუნებული ქმრის დასახვედრად ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადოთ:
1) ბავშვები დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. ისინი ხალისიანად და სიყვარულით უნდა მიეგებონ შინ დაბრუნებულ მამას.
2) თქვენც მოიწესრიგეთ თავი. თმა ლამაზად დაივარცხნეთ, გაიკეთეთ მაკიაჟი. ვახშამი მზად დაახვედრეთ. კარგი იქნება, თუ მის საყვარელ კერძს მოამზადებთ. ამით დაუდასტურებთ, რომ მასზე ფიქრობთ და ცდილობთ, ასიამოვნოთ. მამაკაცთა უმრავლესობა სამსახურიდან მშიერი ბრუნდება და მათთვის გემრიელი ვახშამი ოჯახური სიმყუდროვის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. შესაძლოა, ვინმეს ეს პრინციპები გასული საუკუნის გადმონაშთად მოეჩვენოს, მაგრამ მათში რაციონალური მარცვალი ნამდვილად არის.


mshoblebi


ილაპარაკეთ
სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ქმარს კარის ზღურბლთანვე ნუ მიახლით დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს, ნურც ნურაფერს გამოკითხავთ. მშვიდად გაუშალეთ სუფრა, და როცა დანაყრდება და გაზეთებს გადაავლებს თვალს, მხოლოდ მაშინ გაუბით საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთქმული ხმის ამოუღებლად გააკეთოთ და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად ამოიოხროთ ხოლმე. რა თქმა უნდა, პრობლემებზე უნდა ილაპარაკოთ, მაგრამ არა ისტერიკულად, თანაც ამისთვის სათანადო დრო უნდა შეარჩიოთ.

დაიცავით ბალანსი აღებ-მიცემობას შორის
თქვენ ყოველთვის გასცემთ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ, ფიქრობთ, რომ ასეა საჭირო, ზოგჯერ გეცოდებათ კიდეც საკუთარი თავი და მსხვერპლადაც მიგაჩნიათ, თვლით, რომ მოვალე ხართ. არადა, ყოველივე ეს მხოლოდ ილუზიაა, სინამდვილეში მოვალე თქვენი მეორე ნახევარი ხდება. თუ თქვენ "მსხვერპლობანას" თამაშს გააგრძელებთ, ეს "ვალი" თანდათან დამძიმდება და მამაკაცს უღლად დააწვება. როცა უღელი ისე დამძიმდება, რომ მის ტარებას ვერ შეძლებს, მამაკაცი წავა.
თუ პირიქით მოიქცევით და "ამღების" პოზიციაში აღმოჩნდებით, ერთ დღესაც თქვენს საყვარელ ადამიანს ძალა გამოეცლება, ყველა რესურსი ამოეწურება. დარჩება მხოლოდ ბრაზი, რომ ამდენ ხანს ითმენდა ყველაფერს და ის… ამ შემთხვევაშიც წავა.
ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, მზრუნველობას მზრუნველობითვე უპასუხოთ და მისგანაც იგივე მოითხოვოთ.
26116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
lola
0
ასე მგონია გვანცა ჩემ სათქმელს ამბობს
13:42 / 09-11-2016
gvanca
0
რომელ იმიჯის ცვლაზე და გარდასახვაზე მელაპარაებით მაშინ როცა ქმრის შიშით თმის ღერს ვერ ვიჭრი არ მაღებინებს სალონში მხოლოდ დღესასწაულზე მიშვებს იმასაც ძმრად მადენს, ტანსაცმელს იმის თანხმობის გარეშე ვერც ვყიდულობ ვერც ვიცმევ, სუნთქვა მიკონტროლოს ლამისააა თვითონ კი როგორც უნდა ისე იქცევა და ეს ყველაფერი ხოლოდ იმიტომ რომ ძალა მორევაზეა . ამ ყველაფრის მერე ტქვენი რჩევები ალბათ ხვდებით..... სასაცილოა
08:49 / 11-08-2015
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი