"არ მომწონს, რომ წყვილი შეუღლებისთანავე ბავშვის გაჩენას გეგმავს"
"არ მომწონს, რომ წყვილი შეუღლებისთანავე ბავშვის გაჩენას გეგმავს"
პროექტ ''ერთი ერთშის'' მონაწილე სოფო ბედია საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. უნდა, პროექტში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდეს. პრიზები მიმზიდველია, თუმცა სოფოს დიდი სურვილია, პროფესიულად გაიზარდოს. სოფოს პროექტსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

- პროექტი ''ერთი ერთში'' ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა, როდესაც ჩემი ძმა, ბორიკო მონაწილეობდა. მინდოდა, მეც მომესინჯა ძალები. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. ყოველთვის ვაფასებდი ამ პროექტში მონაწილე ჩემს კოლეგებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი დიდია და მეორეც, საჭიროა გარდასახვა. სხვისი კრიტიკა ადვილია. შეიძლება, მეც მაკრიტიკებენ და სხვებზეც
მსმენია, რომ ამბობენ, რომელიღაც მომღერალი ვერ განასახიერაო, უარყოფითის დაწერას, ჯობს, კარგი თქვან. საწყენია, რატომღაც სულ ცდილობენ, უარყოფითი კომენტარები დაწერონ.

- მეუღლეს ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოეწონა?
- ანასთეიშა და ლელა წურწუმია. ყველა ჩემს გამოსვლაზე ისე ნერვიულობს, რომ გადაცემაში ვერც მისმენს. სახლში რომ მოვდივართ, ჩავუსხდებით ხოლმე შოუს და ერთად ვუსმენთ ჩემს გამოსვლას.

- ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ და მეუღლე ამ ამბავს ხომ არ აპროტესტებს?
- ძალიან რთული და დამღლელია, როცა ბევრ ადგილას ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია. ზოგადად მიყვარს კონკურსები და მეგობრებთან ურთიერთობა, ვინც ჩემთან ერთად არის პროექტში. რაღაც მომენტში, შეიძლება,
ერთმანეთისთვის ცუდი უნდა გვინდოდეს, მაგრამ შვილს გეფიცებით, ჩვენ ვმეგობრობთ და მე ყველასთვის კარგი მინდა.
რეპეტიციიდან რომ გამოვდივარ, მიშაც მაშინ ამთავრებს მუშაობას და ჩვენი გზები იკვეთება. მიშა სულ ცდილობს, თანადგომა გამომიცხადოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მართლა მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც მეორე ნახევარი გვერდში გიდგას. რაც ჩემს ცხოვრებაში მიშა გამოჩნდა, მას მერე სულ მამხნევებს და მაძლიერებს, რაც სტიმულს მაძლევს, რომ სულ ფორმასა და ტონუსში ვიყო.

- საერთო შვილის გაჩენას გეგმავთ?
- მიშას სიგიჟემდე უყვარს ბავშვები. მიშას არც ცოლი ჰყოლია და შესაბამისად, არც შვილი ჰყავს. ჩემი ნიკუშა ძალიან უყვარს. თავისი ორგანული და სისხლი და ხორცი რასაკვირველია, ყველას უნდა და შესაბამისად, პროექტის შემდეგ დავგეგმავთ ბავშვს. ამ კითხვას ყველა მისვამს და ისე გამოდის, ქათამს რომ უყურებენ, კვერცხს როდის დადებსო (იცინის).
რასაკვირველია, ჩვენ ვგეგმავთ შვილს. ოთხი თვეა, რაც მე და მიშა დავქორწინდით. არ მომწონს, რომ წყვილი შეუღლებისთანავე ბავშვის გაჩენას გეგმავს. თუ დაფეხმძიმდები, რასაკვირველია, უნდა გააჩინო, მაგრამ ჩვენ არ დაგვიგეგმავს ეს ამბავი, რადგან ჯერ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. მერე ამ პროექტში მიმიწვიეს. ორსულობა არ მაწყობს, ახლა გადაღლილი ვარ. მინდა, ორსულობამ მშვიდად და კარგ გარემოში ჩაიაროს. პროექტის მერე კი ბუციკოს აუცილებლად დავგეგმავთ.

- ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთე. პროექტში გრიმის გაკეთება დისკომფორტს ხომ არ გიქმნის? სხვა პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე არ გიფიქრია?
- არც ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზე ვფიქრობდი. მომწონდა და მიყვარდა ის ცხვირი, რომელიც მქონდა. მე კეხი არ მქონია, უბრალოდ, ეკრანზე ცოტა გრძელი ჩანდა და დავიმოკლე. ახლა ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ჯანმრთელი ვარ და ასე გამოვიყურები. ვფიქრობ, ქალის კვალობაზე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს და რაც მთავარია, მეუღლეს მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. ერთადერთი წონის პრობლემა მაქვს ხოლმე. ეკრანი ძალიან მასუქებს. რეალურ ცხოვრებაში ყველა მეუბნება, რა გამხდარი ყო-ფილხარო. ისიც უთქვამთ, რომ რეალურად ბევრად უფრო კარგი ვარ.
იხილეთ სრულად
ტეგები: სოფო ბედია
4544
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
sopos
0
Tsarmatebebs gisurveb!meuglis gverdshi dgoma bevrs nishnavs,aba shen itsi!
18:50 / 07-06-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი