”ჩვენს ურთიერთობაში მეგობრები ჩაერივნენ... მეგობარი ჩემთან არ უნდა მოხვიდე, რაღაცები არ უნდა მელაპარაკო” მზია ორველაშვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის გამარჯვებულია. რამდენიმე დღის წინ კი თავის ახალ მეწყვილესთან, ლიტველ ედგარას ბრაზასთან ერთად ვილნიუსში გაემგზავრა. მოგვიანებით წყვილი თბილისში გააგრძელებს მეცადინეობას და სულ მალე სხვადასხვა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
- მზია, შენი მეწყვილე საშა ოხრიმენკო იყო. რატომ აღარ გამოდიხარ წყვილში მეუღლესთან ერთად?
- ჩემსა და საშას შორის გაუგებრობა მოხდა. სხვების საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ, ერთმანეთს დავშორდით. სიმართლე გითხრათ, ამას არ მოველოდი. მერე ედგარასმა მომწერა, მინდა, შენთან მოვსინჯო ცეკვა, თუ მეწყვილე არ გყავსო. უარი არ ვუთხარი, რადგან მსოფლიოში ძალიან ძლიერ მოცეკვავედ მიიჩნევა. თან, ჩემი და საშას ყველანაირი ურთიერთობა დამთავრდა. გადავწყვიტე, პროფესიულად მივუდგე ედგარასის შემოთავაზებას და საქართველოს ჩემპიონატზე წინსვლა გავაგრძელო.
- რატომ დაშორდი მეუღლეს?
- ერთად ოთხი წელი ვიყავით, ეს ჩემთვის პატარა დრო არაა. იმ ყველაფრის გახსენება ძალიან მტკივნეულია. ის ადამიანი სიგიჟემდე მიყვარდა და ჭკუას ვკარგავდი მისთვის. საშაც ამბობდა, რომ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დავშორდით. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ვუღალატეთ, ასეთი რამ დღემდე არ ხდება. ჩვენს ურთიერთობაში რამდენიმე მეგობარი ჩაერია. მათი წყალობით გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. ახლა უკვე ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას - თავისი. მინდა, მას ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.
- ურთიერთობის შენარჩუნებას არ შეეცადე?
- არ მინდოდა დაშორება, მაგრამ იძულებული გაგვხადეს, ასე მოვქცეულიყავით. აღარ იყო ჩვენი ურთიერთობა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
- თქვენს მეგობრებს თქვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ?
- საქართველოში ხშირად მიაქვთ ენა ტყუილად. მეგობარი ჩემთან არ უნდა მოხვიდე, რაღაცები არ უნდა მელაპარაკო და მერე მეუღლეს სულ სხვა რამ არ უნდა უთხრა. ტყუილი ენის მიტანის გამო ჩემმა მეუღლემ ''აკრიფა''. მოკლედ, ჭკუიდან გადაიყვანეს.
- რას ეუბნებოდნენ შენს მეუღლეს? ეჭვიანობდა საშა?
- პროექტიდან რომ წავიდა, ვერ მხედავდა, რას ვაკეთებდი. ყველა კარგად ხედავდა, რას ვაკეთებდი, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ ჩვენი დაშორება და ჩვენი ურთიერთობის მომხრე თავიდანვე არ იყვნენ. განაგრძეთ კითხვა