ზოგჯერ საჭიროა შეახსენოთ, რომ მოიცალოს თავისი თავისთვის. თუ აჩუქებთ ასეთ თავისუფლებას... კონსულტანტმა და ფსიქოლოგმა ჯერალდ როჯესმა ეს სტატია უმძიმესი განქორწინების შემდეგ დაწერა. მას სურს, თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და დაიცვას ისინი განქორწინებისგან.
1. არასოდეს შეწყვიტოთ ქალზე ზრუნვა.
როდესაც თქვენ ხელი სთხოვეთ, დაპირდით, რომ დაიცავდით მის გულს. ეს ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც ოდესმე განდოთ ვინმემ. მან ამოგარჩიათ თქვენ. არასოდეს დაივიწყოთ ეს და გახსოვდეს: სიყვარული ვერ იტანს სიზარმაცეს.
2. გაუფრთხილდით თქვენს გულს.
როგორი პირობაც მიეცით თქვენს რჩეულს, რომ მუდამ დაიცავდით მას, ასეთივე მონდომებით დაიცავით საკუთარი სამყარო. გიყვარდეთ საკუთარი თავი. თქვენს გულში არის ისეთი ადგილი, სადაც მეუღლის გარდა ნურავის შეუშვებთ. დაე ეს სივრცე გეკუთვნოდეთ მხოლოდ თქვენ ორს.
3. იყავით მუდამ შეყვარებული.
ყველაფერი მუდმივად იცვლება ჩვენს ცხოვრებაში. 5 წლის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გახსოვდეთ: თუ თქვენ არ იზრუნებთ მასზე, იგი თავის გულს სხვას აჩუქებს და თქვენ ვერასდროს დაიბრუნებთ მას. ისევ და ისევ მოინადირეთ მისი გული, ყოველ ჯერზე - როგორც პირველად.
4. ეცადეთ დაინახოთ მხოლოდ კარგი.
დაუკვირდით, რა მოგწონთ თქვენს მეუღლეში ყველაზე მეტად? თუ თქვენ ჩაიციკლებით მის შეცდომებზე, მაშინ ყველგან დაინახავთ მათ. თუ ყურადღებას გადაიტანთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ მასში, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ დაქორწინდით მსოფლიოში საუკეთესო ქალზე.
5. ნუ შეეცდებით მის შეცვლას.
თქვენი ამოცანაა, გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი მოლოდინისა და იმედების გარეშე. თუ ის მაინც იცვლება, მაინც გიყვარდეთ. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა.
6. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე.
თქვენი მეუღლე არ არის ვალდებული, გაგხადოთ თქვენ ბედნიერი, ისევე, როგორც არ შეუძლია, გაგხადოთ უბედური. თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობა თქვენს პოზიტიურ განწყობაზე და მაშინ ეს სიხარული შეაღწევს თქვენს ურთიერთობაში.
7. თუ გაბრაზებული ხართ, ნუ დაადანაშაულებთ მეუღლეს.
ეს არის ის, რაც ხდება თქვენში, ეს თქვენი ემოცია და თქვენი პასუხისმგებლობაა.
8. უბრალოდ იყავით გვერდით.
როდესაც ქალი უგუნებოდაა, ნუ ეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. თქვენი ამოცანაა, უბრალოდ ჩაეხუტოთ და აგრძნობინოთ, რომ ეს ნორმალურია. დაე მან იცოდეს, რომ თქვენ გესმით მისი, რომ თქვენ ბევრს ნიშნავთ მისთვის და მას თავისუფლად შეუძლია მოგენდოთ თქვენ. ქალის ბუნება ცვალებადია. მისი ემოციები ტალღების მსგავსად ხან გაძლიერდება, ხანაც მშვიდდება. თუ თქვენ ამ ღელვაში დარჩებით შეუცვლელი და ძლიერი - მაშინ აუცილებლად მოიპოვებთ მის ნდობას.
9. ნუ შეგეშინდებათ სიცილის.
ნუ მოაჩვენებთ თავს ძალიან სერიოზულად. იცინეთ და გააცინეთ ისიც. სიცილი ანეიტრალებს ყოველგვარ დაძაბულობას.
10. აგრძნობინეთ თავი დედოფლად.
სთხოვეთ ჩამოწეროს 10 რამ, რაც აგრძნობინებს თავს ბედნიერ და სასურველ ქალად.
11. მუდამ იყავით მის გვერდით.
გამოუყავით საყვარელ ქალს არა მხოლოდ დრო, არამედ საკუთარი სული. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ თავიდან და იყოთ მასთან მთელი 100%-ით.
12. მზად იყავით მიიღოთ მისი სექსუალურობა.
დაე იცოდეს, რომ შეუძლია ბოლომდე თქვენი ნდობა.
13. შეცდომებზე ისწავლეთ.
შეგიძლიათ დაუშვათ შეცდომა, მაგრამ ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. ნუ შეგეშინდებათ, თუ ასეთს დაგინახავთ, ეს არ არის სამარცხვინო.
14. მიეცით თქვენს ქალს თავისუფლება.
ზოგჯერ საჭიროა შეახსენოთ, რომ მოიცალოს თავისი თავისთვის. თუ აჩუქებთ ასეთ თავისუფლებას, იგი დაბრუნდება თქვენთან, რათა გიმღეროთ ახალი სიმღერა.
15. აღიარეთ შეცდომები.
იყავით მზად გაუზიაროთ თქვენი გრძნობები და აღიაროთ საკუთარი შეცდომები.
16. იყავით ბოლომდე გახსნილები.
თუ გინდათ, რომ ბოლომდე გენდობოდეთ მეუღლე, მზად იყავით გაანდოთ ყველაფერი - კარგიც და ცუდიც, რათა მას უყვარდეს თქვენი როგორც ნათელი, ასევე ბნელი მხარეებიც. მოიხსენით ნიღაბი!
17. გაიზარდეთ და განვითარდით ერთად.
დამდგარ წყალში მალარიის საშიშროებაა, ხოლო მჩქეფარე, გამდინარე წყალი ყოველთვის სუფთა და კამკამაა. როდესაც თქვენი კუნთები უმოძრაოდაა - ისინი ატროფირდებიან. იგივე მოსდის ურთიერთობასაც. იპოვეთ საერთო ოცნებები, მიზნები და ერთად იარეთ წინ მათი მიმართულებით.
18. ნუ ჩაიციკლებით ფულზე.
ფული თამაშია. ისე მოაწყვეთ ყველაფერი, რომ ერთმანეთის პირისპირ არ მოგიწიოთ ბრძოლამ. მაშინ გამარჯვებული იქნებით ორივე.
19. ისწავლეთ პატიება.
ნუ იხსენებთ წარსულის შეცდომებს, ნურც თქვენს და ნურც თქვენი მეუღლისას. ყოველივე ეს თქვენი წინსვლის დაბრკოლება იქნება. პატიება ხომ გათავისუფლებაა.
20. ყოველთვის აირჩიეთ სიყვარული.
ყოველთვის აირჩიეთ სიყვარული. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთადერთი რჩევაა, რომელიც გესაჭიროებათ სინამდვილეში. თუ სიყვარული პრინციპული სახელმძღვანელოა, რაზეც დაფუძნებულია ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, მაშინ არაფერი არ დაემუქრება თქვენს ქორწინებას.
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.