მხოლოდ მამაკაცი როდია ვალდებული, პარტნიორს ანგარიში გაუწიოს ცოლქმრულ ინტიმურ ურთიერთობებში მხოლოდ მამაკაცი როდია ვალდებული, პარტნიორს ანგარიში გაუწიოს. თქვენმა წინდაუხედავმა ჟესტმა მამაკაცსაც შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა ან წყენა მიაყენოს. შეიძლება ხმაც არ ამოიღოს ამის გამო, მაგრამ... ოჯახური ურთიერთობები გაფრთხილებას მოითხოვს.
1. სექსუალური სიცივე და "ახლა არა"
დიახ, დედა, მეუღლე და დიასახლისი ძალიან დატვირთულია. მაგრამ ქმარსაც თავისი წილი ყურადღება სჭირდება. სიახლოვისას სწორედ მეუღლეზე იფიქრეთ და არა ხვალინდელ საყიდლებზე, დასაუთოებელი თეთრეულის მთებსა და სამურაბე ბალზე. ამ უყურადღებობას ან გამუდმებულ "ახლა არას" ურთიერთობებში ბზარი აუცილებლად მოჰყვება.
2. ექსპერიმენტებისთვის თავის არიდება
რუტინა - აი, რა არის ინტიმური ურთიერთობის მთავარი მტერი. სიახლეები და შემოქმედებითი მიდგომა მხოლოდ კერძის მომზადებას კი არ სჭირდება. თუ არ მოგწონთ ქმრის ნოვაცია, გადაჭრით უარს ნუ ეტყვით - ალტერნატივა შესთავაზეთ.
3. უინიციატივობა
როცა ინიციატივა მხოლოდ მამაკაცისგან მოდის, ის თავს არასასურველად, არამიმზიდველად გრძნობს. შენც იგივეს იგრძნობდი მის ადგილზე.
4. მოუვლელობა
გასაგებია, რომ ქმარს ყველანაირი მოსწონხართ, მაგრამ ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოთ. რომ უყვარხართ, იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია, როგორ გამოიყურებით. ნუ დაგავიწყდებათ, კაცებს თვალებით უყვართ. თუ სულ მოუწესრიგებელს და ჩაფართხუნებულს გხედავთ, ვნების ცეცხლზე საუბარიც ზედმეტია.
5. ბრძანებითი ტონი
მამაკაცები ამ ტონს ვერსად ვერ იტანენ, ვერც ყოფით, ვერც სექსუალურ ცხოვრებაში. ამიტომ სიბრძნე გამოიჩინეთ - სასურველი რამ ბრძანებითი კილოს გარეშე მოიპოვეთ.
6. პროცესის დროს საუბარი
სასაუბროდ უფრო შესაფერისი დრო შეარჩიეთ. დედამ რა თქვა, ფული რომ ჩასარიცხი გაქვთ და ახალი "სტენკა" რომ უნდა იყიდოთ, ეს მერე უთხარით.
7. შედეგზე პასუხისმგებლობა რომ მხოლოდ მას "აკიდოთ"
ამ "საქმეში" ორივე მონაწილეობთ. ამიტომ მთელ იმედებს მეუღლეზე ნუ დაამყარებთ. შეეცადეთ, მოინდომეთ... უკარნახეთ, ბოლოს და ბოლოს.