ქორწილის მერე ამ წყვილმა ის გააკეთა, რაზეც ბევრი ჩვენგანი ოცნებობს
ქორწილის მერე ამ წყვილმა ის გააკეთა, რაზეც ბევრი ჩვენგანი ოცნებობს
მეტი და ჯესიკა ჯონსონები დაროქრწინდნენ, მერე კი ისეთი რამ გააკეთეს, რასაც მათგან არავინ ელოდა - თავიანთი სახლი გაყიდეს, მიატოვეს მენეჯერისა და ფინანსისტის წარმატებული კარიერა, იყიდეს პატარა იახტა და უკვე 8 წელია მოგზაურობენ.
თვეში დაახლოები 1000 დოლარს ხარჯავენ და უკვე 16 ქვეყანა მოინახულეს, მათ შორის ბაჰამის კუნძულები, კუბა, იამაიკა და პერუ. გაჩერებას არ აპირებენ. კატა ჯორჯთან ერთად იღებენ ახალ შთაბეჭდილებებს და სხვა ადამიანებზეც უდიდეს გავლენას ახდენენ თავიანთი ამბით.
mshoblebi
"ეს 2007 წლის ზაფხულში მოხდა. მიჩიგანის ტბაზე ვისვენებდით და შევნიშნე, რომ მეტი ზღვაში
მოცურავე ნავებს გაჰყურებდა, - იხსენებს ჯესიკა, - მერე მომიტრიალდა და მკითხა: "ჯეს, ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენი დიდი სახლი ვიყიდოთ ან მთელი ჩვენი დანაზოგი ნავში დავხარჯოთ. რას ფიქრობ, რომელი კობს?" ასე გადავწყვიტეთ, რომ გვსურდა, საზაფხულო სეზონი წყალშუ გაგვეტარებინა. თუმცა 2011 წელს სახლიც გავყიდეთ და მივხვდით, რომ გვინდოდა ისევ გვემოგზაურა და სრულიად შეგვეცვალა ჩვენი ცხოვრება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს - 5, 6 წელი თუ მეტი, არ აქვს მნიშვნელობა".
mshoblebi
კატა ჯორჯი 2012 წელს იპოვეს სადღაც და მას მერე ჯგუფისა და ოჯახის წევრია. "შტორმის დროს ჩვენზე უფრო მყარად დგას გემბანზე, - იცინის ჯესიკა, - რაც შეეხება ჩვენს
ურთიერთობებს, მოგზაურობამ ის უფრო გაამუარა. აქ არ გვაქვს იმის დრო, რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ, გავიბუტოთ. აქ ერთი გუნდი ვართ".

mshoblebi






"ჩვენი ცხოვრება ამერიკული ოცნების ტიპიური მაგალითი იყო: დადიხარ სკოლაში, უნივერსიტეტში, თხივდები, ყიდულობ სახლს, იწყობ კარიერას... მაგრამ მერე გავაცნობიერეთ, რომ მეტისმეტად ბევრი დრო დავკარგეთ ტელევიზორის უაზრო ყურებაში, არაფერი ფასეული არ შეგვიქმნია და არ მიგვიღია ნამდვილი შთაბეჭდილებები. გვინდოდა, ეს შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც".
9221
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გლორია
0
ეჰ, მაგარია კია, მაგრამ საქართველოში როგორ უნდა მოაგროვო იმდენი რომ 6 წელი იმოგზაურო,ეეეეჰ
13:03 / 30-06-2015
0
მაგარია
10:54 / 30-06-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი