"ჩემმა ცოლმა მეხსიერება დაკარგა ავარიის მერე, და გადავწყვიტე, მისთვის ეს გამეკეთებინა..."
"ჩემმა ცოლმა მეხსიერება დაკარგა ავარიის მერე, და გადავწყვიტე, მისთვის ეს გამეკეთებინა..."
ჯერემი და ჯასტის სტამპერებმა ჯერ კიდევ კოლეჯში დაიწყეს შეხვედრები და მას მერე სულ ერთად იყვნენ. შარშან აგვისტოში იქორწინეს. 
"სამყაროს ცენტრში გვეგონა თავი. ახალდაქორწინებულები ვიყავით, რომელთაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ", - ამბობს ჯერემი. 
თუმცა ქორწინებიდან 19 დღეში ქმრისკენ მიმავალ გზაზე ჯასტისი საშინელ ავარიაში მოხვდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ კარგა ხანს მოუწია სიცოცხლისთვის ბრძოლა. 
საავადმყოფოში გატარებული მრავალი დღის შემდეგ გოგონა თანდათან გამოვიდა მდგომარეობიდან და გადაწყვიტა, ქმრისთვის ის ეთქვა, რაც გულს უღრღნიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. 
mshoblebi
"გთხოვ, არ გამიბრაზდე... მაგრამ ჩვენი ქორწილის გახსენება არ
შემიძლია... ბევრი რამ ამომივარდა მეხსიერებიდან და მათ შორის, ეს საოცარი დღეც", - უთხრა ქმარს. როგორც გაირკვა, გოგონას მეხსიერებიდან ავარიამდე ბოლო 5 კვირა ამოიშალა, მთელი საქორწილო ცერემონიის ჩათვლით. 
mshoblebi
რომ აღედგინა მახსოვრობა, ჯასტისი ყოველდღე ათვალიერებდა საქორწილო ფოტოებს, მაგრამ უშედეგოდ. "ვხედავ, როგორ მიყურებს ჯერემი მთელი ცერემონიის დროს და რას არ გავიღებდი, ეგ მომენტი რომ გამეხსენებინა, ნეტავ როგორი იყო ეს განცდა...".
და ჯერემიმ გადაწყვიტა, რომ ვალდებული იყო რაღაც მოემოქმედა. "მისი ამაო მცდელობები, რომ პატარა მომენტი მაინც გაეხსენებინა ჩვენი ქორწილიდან, საშინლად მტკენდა გულს და მივხვდი, რომ ისევ უნდა გამეკეთებინა ეს მისთვის. მომინდა, მან ხელახლა განიცადოს ეს მნიშვნელოვანი დღე
ჩვენი ცხოვრებიდან. ისევ მინდა ქორწილის გადახდა". 
ეს ამბავი ინტერნეტით გავრცელდა და ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, უფასოდ გამოუცხონ წყვილს საქორწილო ტორტი, ფოტომომსახურება, დაეხმარონ ორგანიზებაში და ბევრ სხვა რამეში. მეორე ქორწილის გადახდას წყვილი 1 აგვისტოს გეგმავს. 
"ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქორწილი ხომ ის მომენტია, რომელიც რომელიმე ჩვენგანს კი არ უნდა ახსოვდეს, არამედ ორივეს, - ამბობს ჯერემი, - და მნიშვნელობა აღარ აქვს, დაუბრუნდება თუ არა მას მეხსიერება. ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ..."

14180
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ია
0
3 მაგარი კაცი!
15:04 / 28-07-2015
qeti
0
კარგი ბიჭი ხარ შენ
10:47 / 07-07-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი