ამ წყვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ ცოლ-ქმარი არიან - მათ საოცრად მარტივი რაღაც გააკეთეს
ამ წყვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ ცოლ-ქმარი არიან - მათ საოცრად მარტივი რაღაც გააკეთეს
ეს რეალური ამბავია, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილი სიყვარული წვრილმანებშია.
როცა მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი გაიცნო, ბიჭი ამერიკაში ცხოვრობდა, წლები, გოგონა კი იქ სწავლობდა. სტუდენტური ვიზა რომ ნამდვილი ვიზით შეეცვალათ, საიმიგრაციო განყოფილებაში მივიდნენ. ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე გამოკითხეს, ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდნენ და მერე ადარებდნენ პასუხებს, რომ ფიქტიური ქორწინების ალბათობა გამოეაშკარავებინათ. რამდენი დიდი ხნის ცოლ-ქმარისთვის არ მიუციათ ვიზა მხოლოდ იმის გამო, რომ კბილის ჯაგრისის ფერი არევიათ ან ლოგინის ზეწრის.
ამ ჩვენი ამბის გმირებს კი ნამდვილი სიყვარული აკავშირებდათ. ამ სიყვარულის ნაყოფი უკვე სკოლაშიცდადის, მეორე
კი მუცელში ზის და ელოდება გამოსვლას. გასაუბრების მომენტში კი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ (ქმარი მუშაობდა, ცოლი სწავლობდა), ხანდახან თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის ჩვევებზეც ბევრი არაფერი იცოდნენ. რობოტებივით იზეპირებდნენ ერთმანეთის კბილის ჯაგრისების ფერებს და ძალიან ეშინოდათ, შეცდომა არ დაეშვათ. სწორედ ამ დროს ქმარმა გაზეთში წაიკითხა განცხადება: "გასწავლით, როგორ გაიაროთ გასაუბრება მწვანე ბარათის მისაღებად. გარანტია 100%. ანაზღაურება შედეგის შემდეგ".
დარეკა, მივიდა. პატარა ოტახი იყო, ზედ ფირფიტა ეკიდა: "ნოტარიუსი". მოხუცი ებრაელი იჯდა. მოუსმინა მისულს, მისი შიშების შესახებაც შეიტყო და უთხრა:
- იცით, ახალგაზრდავ, მთელი ეს შეკითხვები კბილის ჯაგრისებზე, თვალის ასახვევად მოგონილი სისულელეებია. მთავარი ის დერეფანია, რომელშიც წყვილი
გასაუბრებას ელოდება. იქ კამერები დგას და ჩინოვნიკები აკვირდებიან, როგორ იქცევიან ადამიანები, სანამ ჰგონიათ, რომ მათ არავინ უყურებს. როცა კაცი კაბინეტში შედის, მასზე უკვე ყველაფერი იციან – ფიქტიურია მისი ქორწინება თუ არა.
- აბა, დერეფანში ხელიხელჩაკიდებულები ვისხდეთ და ყოველ წუთას ვაკოცოთ ერთმანეთს?
- არა, ეს იაფფასიანი ილეთია, მაგაზე არ მოტყუვდებიან. უფრო ფაქიზად უნდა მოიქცეთ.
აი, გასაუბრებაც. ჰოლში უცებ ცოლმა ქმარს ხელი მოკიდა და ფანჯარასთან მიიყვანა. ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო, მასზე ოდნავ დაანერწყვა და სველი კუთხით რღაც ლაქა მოსწმინდა ქმარს ლოყაზე.
მათთვის ერთი შეკითხვაც არ დაუსვამთ, ხელი ჩამოართვეს და გრინკარტის მიღება მიულოცეს.
7981
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
M / M
0
ხანდახან რა მარტივია ადამიანის გულის აჩუყება მომეწონა ძალიან ამეტირა
13:32 / 14-07-2015
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი