არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ გააკეთოთ ეს თქვენი მამაკაცისათვის! გამოცდილი ქალისა და ფსიქოლოგის რჩევები, თუ რა არ უნდა გააკეთოთ მამაკაცისთვის:
დაეხმაროთ ფინანსურად
თუ მამაკაცს ფინანსურად გაუჭირდა, ნუ ეცდებით მის გამო მეორე სამსახურის მოძებნას, რათა გამოიყვანოთ ამ სიტუაციიდან და გადაუჭრათ პრობლემები. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, რის გამოც არაერთი ქალი დაზარალდა.
აჩუქოთ ძვირფასი საჩუქრები
დაივიწყეთ ეს! უმჯობესია აჩუქოთ მამაკაცს მეტი სითბო და სიყვარული.
ნუ ეცდებით გააკვირვოთ ძვირფასი საჩუქრებით, ყოველივე ეს თქვენს ურთიერთობას ანგარებად გადააქცევს.
უსმინოთ მის პრობლემებს და შეიბრალოთ
ზოგიერთ მამაკაცს უყვარს ქალთან წუწუნი. და არა მარტო ქმრებს. ქალები ფიქრობენ: თუ მოუსმენენ, შეიცოდებენ და უთანაგრძნობენ, მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება. ასეთი მამაკაცი გამუდმებით მოვა თქვენთან, იწუწუნებს თავის ცხოვრებისეულ პრობლემებზე. პარალელურად კი სხვასთან ივლის და გაერთობა.
მინდა მოგითხროთ ერთ შემთხვევაზე ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან დიდხანს ვიყავი მსგავს სიტუაციაში. ვუსმენდი, ვუთანაგრძნობდი, ვეძებდი გზებს მისი პრობლემების მოგვარებისათვის და ამით მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდებოდა. მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთ ადგილზე იყო გაყინული. გავიარე მისი სცენარი და ერთხელაც, როდესაც მოვიდა და დაიწყო თავის პრობლემებზე ლაპარაკი, - ვუთხარი: ”არა უშავს, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თვითონ მოაგვარებ შენს პრობლემებს”. მახსოვს როგორ დამეუფლა სასიამოვნო გრძნობა. მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. მან კი მომიბოდიშა და მითხრა: ”რა თქმა უნდა, მოვაგვარებ და მადლობა, რომ ამის შესახებ შემახსენეო”.
თუ თქვენი ქმარი დაბრუნდა სახლში დათრგუნული და არ გიყვებათ არაფერს, ნუ ეცდებით ძალით ამოგლიჯოთ სიტყვები, რათა შემდეგ შეიცოდოთ. შეცოდება ამცირებს მამაკაცს. მიეცით მას დრო და ის თავად მოაგვარებს ყველაფერს. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო სწრაფად გადაჭრის თავის პრობლემებს და უფრო მეტად გახდება საკუთარ თავში დარწმუნებული.
ხოლო თუ თქვენი ქმარი თავად მოგიყვებათ თავის პრობლემებზე, თქვენი მხარდაჭერა გამოხატეთ შეკითხვებით, გამხნევებით და არავითარ შემთხვევაში რჩევებით ან შეცოდებით. კითხვები დაუსვით ცნობისმოყვარე გოგონას და არა გამოცდილი გამომძიებლის პოზიციიდან. თქვენი კითხვები მიმართული უნდა იყოს მისი თავისუფლების, ძალისა და ინტელექტისკენ.
მაგალითად:
- შენ როგორ ფიქრობ ამ პრობლემის მოგვარებას?
- როგორ ფიქრობ, რა ვარიანტები არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის?
- რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში?
დაუსვით შეკითხვები მშვიდად და გადაწყვეტილების მიღება მთლიანად მას მიანდეთ. ასეთი საქციელით აჩვენებთ, რომ მის გვერდით ხართ, თანაუგრძნობთ და გჯერათ, რომ ის თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. მამაკაცებს სჭირდებათ ცხოვრებისეული პრობლემები. სწორედ ეს არის გასაღები მამაკაცური თავდაჯერებულობის ჩამოსაყალიბებლად.
რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა
ესეც დაივიწყეთ. მაშინაც კი, თუ კაცი გეკითხებათ რჩევას, უნდა უპასუხოთ, რომ მან უკეთ იცის, თუ როგორ მოიქცეს. მისცეთ რჩევა - ნიშნავს აიღოთ ნახევარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. დაუთმეთ ეს ფუნქცია მამაკაცებს - ეს მათ უფრო სჭირდებათ (რასაკვირველია, თუ რაღაც სასიცოცხლო არ ხდება და თქვენი ჩარევის გარეშე პრობლემა მართლა არ გვარდება).
შთააგონოთ
ბევრი ქალი ცდილობს, ჩართოს ხმამაღლა ლექციები, აყურებინოს ვიდეოს, შეურჩიოს წიგნები. მსგავსი რამის გაკეთება არ ღირს. ბევრად ეფექტურია, თავად გახდეთ ბედნიერი და მხიარული, ისწავლოთ ხალხთან ურთიერთობა, გახდეთ ”ციცინათელა”, მაშინ გარშემო მყოფები გაკვირვებულები შეგეკითხებიან: ”როგორ ახერხებ იმას, რომ ასე კაშკაშებდე?”
თუ კაცი მოგთხოვთ, მოუთხროთ სულიერებაზე, ნუ აიღებთ თქვენს თავზე ”გურუს” როლს. ამის შემდეგ ის, რა თქმა უნდა პატივს, გცემთ, როგორც მასწავლებელს და საერთოდ დაავიწყდება, რომ თქვენ პირველ რიგში ქალი ხართ. ამიტომ მშვიდი სახით უთხარით: "საყვარელო, მე ვერ აგიხსნი, რადგან მეც ცოტა რამ ვიცი მაგის შესახებ. მე ეს ლექცია მოვისმინე. მოუსმინე შენ თვითონ, თუ გაინტერესებს”. ამის შედეგად თქვენი ინტელექტით არ დათრგუნავთ მას. ამაში მდგომარეობს ქალის სიბრძნე.
სწორად აზოვნება: ”რა თქმა უნდა, ის თვითონ გაართმევს თავს ყველაფერს. მე ვიქნები მოხარული, ვიყო მის გვერდით და შევასრულო ჩემი ქალური მოვალეობა”.
დამანგრეველი აზროვნება: ”ჩემს გარეშე ვერაფერს გახდება, მხოლოდ მე შემიძლია მისი შველა”. ასეთი აზროვნებით როგორც კი ამოიყვანთ მას ერთი ორმოდან, ის მაშინვე ჩავარდება მეორეში.