ცოლის ერთი ჩვევა, რომელიც ქმარს სექსუალურ სურვილებს უქრობს
ცოლის ერთი ჩვევა, რომელიც ქმარს სექსუალურ სურვილებს უქრობს
ყოველდღიურ ოჯახურ გაწამაწიაში შეიძლება ბევრი მიზეზი გაჩნდეს, რაც სექსუალურ სურვილებს გაანელებს. მამაკაცების ლიბიდოზე კი განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ქალბატონების ერთი ჩვევა.
ეს გახლავთ ქალის ჩვევა, "თავის ჭკუაზე", მამაკაცის აზრის უკითხავად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, რაც ოჯახის წინაშე ჩნდება. რაც მეტს იღებს ქალი საკუთარ თავზე, მით ნაკლები სექსი აქვს ცოლ-ქმარს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ჯონს ჰოპკინის უნივერსიტეტიდან.
მკვლევარებმა აფრიკის 6 სახელმწიფოს ქალები შეისწავლეს. ამ ქვეყნებში ცოლ-ქმრის მოვალეობები მკვეთრად გამიჯნულია. ქალები ან დამოუკიდებლად უძღვებიან ოჯახს, ან ქმრებთან შეთანხმებით. აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმრის პარტნიორული ურთიერთობა
მათ ინტიმურ ცხოვრებაზეც სასიკეთოდ მოქმედებს. ანუ თუ ცოლი ხშირად ეთათბირება ქმარს საჭირბოროტო საკითხებზე, სექსი უფრო ხშირი აქვთ. ავტორიტარი ცოლების ხელში კი ქმრებს ლტოლვა შემცირებული აქვთ - ქალბატონები, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავენ ბიუჯეტს, მგზავრობას, საყიდლებს და ა.შ. ბობოქარი სექსით ვერ დაიტრაბახებენ. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მიშელ ჰინდინის განცხადებით, ქალის დიქტატურა სექსუალური ურთიერთობისთვის დამღუპველია.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ მათ აღმოჩენას პრაქტიკული დანიშნულება ექნება და ქალები დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე.
49567
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (20)
lana
3
ერთი ქმრის ჩვევებიც ჩამოთვალეთ,რომლებიც ცოლს უქრობს სექსუალურ სურვილებს...არ გააწყალეს გული ქმარს ესა,ქმარს ისაა.....არ უნდა და ნუ უნდა...გააა......
08:50 / 12-04-2016
0
Ra shuashi iyo AQ es 90-Irani wlebis istoria? Es meore ukiduresobaa, amazrzenia, aset qals arvici ra unda uqna!
16:00 / 06-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი