რაღაცას ვლაპარაკობ და უცებ ვგრძნობ, როგორ ფრთხილად გამიშვა ხელი ერთხელ ბიჭმა პაპას ჰკითხა:
- როგორ ცხოვრობ ცოლთან ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტია და საერთოდ არ ჩხუბობთ? როგორ ახერხებთ ამას?
- ხომ იცი, ადრე ახალგაზრდები ერთმანეთს რომ გადაეყრებოდნენ, სამჯერ თუ გაივლიდი გოგოსთან ერთად სოფელში, უკვე მის საქმროდ გამოგაცხადებდნენ. საღამოობით შევიკრიბებოდით და მერე გოგოს სახლამდე ვაცილებდით.
ასე გავაცილე ერთხელ ერთი გოგონა. მივდივართ ხელკავგაყრილები, რაღაცას ვლაპარაკობ და უცებ ვგრძნობ, როგორ ფრთხილად გამიშვა ხელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა – თურმე, გზაზე გუბე იყო და პირდაპირ იქით მივეშურებოდი. აღარ ამირიდებია თავი. მან კი გუბეს შემოუარა და ისევ მომკიდა ხელი. მეორე გუბისკენ უკვე განგებ წავედი. მან ისევ გამიშვა ხელი.
მეორე საღამოს სხვა გოგოსთან გავიარე იგივე გზა. ისეთივე სურათი იყო, ისიც გაურბოდა გუბეებს. მესამე საღამოს მესამე გოგონა წამოვიყვანე. ისევ შუა გზაზე მივაბიჯებდით, გუბეებისკენ. მივუახლოვდით – მაგრად ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და მისმენდა... გუბეშიც ჩემთან ერთად შემოტოპა. ვიფიქრე, ვერ დაინახა. მეორესკენაც წავიყვანე – უფრო დიდი გუბე იყო. მას ისევ არ მოუქცევია ყურადღება გუბისთვის... აი, მას მერე ასე მოვდივართ გვერდიგვერდ, არც ვჩხუბობთ და ტკბილი ცხოვრება გვაქვს.