ამ 9 ნიშნით გაარკვევთ, ბედნიერია თუ არა ცოლი თქვენ გვერდით
ამ 9 ნიშნით გაარკვევთ, ბედნიერია თუ არა ცოლი თქვენ გვერდით
ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებით, ბედნიერია თუ არა ჩვენ გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანი. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით მიხვდებით, ბედნიერად გრძნობს თუ არა თავს თქვენი ცოლი. აქ რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც ნახავთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თანაცხოვრება უფრო ჰარმონიული გახადოთ. თუ ამ ნიშნებს ამჩნევთ ცოლს, ესე იგი ის ბედნიერი ქალია.

1. უყვარს თქვენ გვერდით ყოფნა
როცა თქვენს საქმეზე გაყოლას სთავაზობთ, თანაც ისე, რომ სინამდვილეში მისი იქ ყოფნა სულ არ არის აუცილებელი და ისიც მაშინვე გთანხმდებათ, ეს ნამდვილად ნიშანია. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, აშკარად
მოსწონს თქვენ გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ იამაყოთ. უბედურ ქალებს არ უყვართ ქმრების გვერდით დროის გატარება.

2. სახლში ხშირად იღიმის
ბედნიერება ქალს სახეზე აწერია. თუ სახლში ყოფნისას, ანუ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე ხშირად იღიმება, ჩათვალეთ, რომ ბედნიერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში გაბადრულმა იაროს, მაგრამ თუ შინ მოქუფრული დადის და აშკარად ცუდ ხასიათზე დგას, ესე იგი თქვენს ქორწინებაში რაღაც რიგზე ვერ არის. ბედნიერი ადამიანები ხშირად იღიმიან.

3. უყვარს თქვენთან ჩახუტება
როცა ეხვევით და იგივეთი გპასუხობთ, ეს ძლიან კარგის ნიშანია. თუ თქვენი ხვევნა მას სიამოვნებას ანიჭებს, თავი ქუდში გქონიათ.

4. მისი კოცნა გაჭიანურებულია
ესეც
მრავლისმეტყველი ნიშანია. თუ ტუჩებს რამდენიმე წამის განმავლობაში არ გაშორებთ, ესე იგი ტკბება კოცნით, ეს მას აბედნიერებს. ქალს თუ ქმარი არ უყვარს, კოცნას ძალიან იშვიათად იმეტებს.

5. უყვარს თქვენთან მსჯელობა და საუბარი არაოჯახურ თემებზეც კი
თუ მოსწონს თქვენ გვერდით ქვეყნის ამბებზე "ქაქანი", როგორ დასრულდა სერიალი, როგორი ფარდა ნახა მაღაზიაში და ა.შ., ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. ეს კი ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

6. მადლობას ხშირად გიხდით
მადლიერების გამოხატვა ცხადყოფს, რომ თქვენს მონდომებას ძალიან აფასებს. ბედნიერი ცოლები საერთოდ ხშირად გამოხატავენ მადლობას მეუღლეების მიმართ.

7. ყოველთვის გვერდით გიდგათ, როცა პრობლემები გაქვთ ან უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ხართ
ამ დროს თავს გევლებათ, ნაირ-ნაირ კერძებს გიმზადებთ, ცდილობს, განწყობა გამოგიკეთოთ. უსიტყვოდ ესმის თქვენი. ბედნიერი ცოლები ძალიან მზრუნველები არიან.

8. ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს
თქვენ მისთვის საოცნებო კაცი ხართ. ყოველთვის ამჩნევს, როცა კარგად გამოიყურებით. ქალი, რომელიც ამაყობს მეუღლით, ნამდვილად ბედნიერია მის გვერდით.

9. თქვენ ის გაბედნიერებთ
თუ ამჩნევთ, რომ მისი შემხედვარე თავს ბედნიერად გრძნობთ, ისიც ბედნიერი იქნება. მასაც უთხარით, რომ ბედნიერი ხართ. ამით მის გრძნობებს გამოეხმაურებით და აუცილებლად გააღიმებთ. ღიმილი კი ბედნიერი ოჯახის ნიშანია.
12.00

ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებით, ბედნიერია თუ არა ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანი. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით მიხვდებით, ბედნიერად გრძნობს თუ არა თავს თქვენი ცოლი. აქ რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც ნახავთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თანაცხოვრება უფრო ჰარმონიული გახადოთ. თუ ამ ნიშნებს ამჩნევთ ცოლთან მიმართებაში, ესე იგი ის ბედნიერი ქალია.

1. უყვარს თქვენს გვერდით ყოფნა

როცა თქვენს საქმეზე გაყოლას სთავაზობთ, თანაც ისე, რომ სინამდვილეში მისი იქ ყოფნა სულ არ არის აუცილებელი და ისიც მაშინვე გთანხმდბედ ნებათ, ეს ნამდვილად ნიშანია.თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, აშკარად მოსწონს თქვენს გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ იამაყოთ. უბედურ ქალებს არ უყვართ ქმრების გვერდით ადროის გატარება.

2. სახლში ხშირად იღიმის

ბედნიერება ქალს სახეზე აწერია. თუ სახლში ყოფნისას ანუ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე ხშირად იღიმება, ჩათვალეთ, რომ ბედნიერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში გაბადრულმა იაროს, მაგრამ თუ შინ მოქუფრული დადის და აშკარად ცუდ ხასიათზე დგას, ესე იგი თქვენს ქორწინებაში რაღაც რიგზე ვერ არის. ბედნიერი ადამიანები ხშირად იღიმიან.

3. უყვარს თქვენთან ჩახუტება

როცა ეხვევით და იგივეთი გპასუხობთ, ეს ძლიან კარგის ნიშანია. თუ თქვენი ხვევნა მას სიამოვნებას ანიწებს, თავი ქუდში გქონიათ.

4. მისი კოცნა გაჭიანურებულია

ესეც მრავლისმეტყველი ნიშანია. თუ ტუჩებს რამდენიმე წამის განმავლობაში არ გაშორებთ, ესე იგი ტკბება კოცნით, ეს მას აბედნიერებს. ქალს თუ ქმარი არ უყვარს, კოცნას ძალიან იშვიათად იმეტებს.

5. უყვარს თქვენთან მსჯელობა და საუბარი არაოჯახურ თემებზეც კი

თუ მოსწონს თქვენს გვერდით ქვეყნის ამბებზე "ქაქანი", როგორ დასრულდა სერიალი, როგორი ფარდა ნახა მაღაზიაში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. ეს კი ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი მტავარის ნიშანია.

6. მადლობას ხშირად გიხდით

მადლიერების გამოხატვა ცხადყოფს, რომ თქვენს მონდომებას ძალიან აფასებს. ბედნიერი ცოლები საერთოდ ხშირად გამოხატავენ მადლობას მეუღლეების მიმართ.

8. ყოველთვის გვერდით გიდგათ, როცა პრობლემები გაქვთ ან უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ხართ.

ამ დროს თავს გევლებათ, ნაირ-ნაირ კერძებს გიმზადებთ, ცდილობს, განწყობა გამოგიკეთოთ. უსიტყვოდ ესმის თქვენი. ბედნიერი ცოლები ძალიან მზრუნველები არიან.

9. ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს

თქვენ მისთვის საოცნებო კაცი ხართ. ყოველთვის ამჩნევს, როცა კარგად გამოიყურებით. ქალი რომელიც ამაყობს მეუღლით, ნამდვილად ბედნიერია მის გვერდით.

10. თქვენ ის გაბედნიერებთ

თუ ამჩნევთ, რომ მისი შემხედვარე თავს ბედნიერად გრძნობთ, ისიც ბედნიერი იქნება. მასაც უთხარით, რომ ბედნიერი ხართ. ამით მის გრძნობებს გამოეხმაურებით და აუცილებლად გააღიმებთ. ღიმილი კი ბედნიერი ოჯახის ნიშანია.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE
6746
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
natali
0
მადლობას არ ვეუბნები, არც ის, ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.
18:19 / 04-09-2015
თეაკო
0
1.მის გვერდით ყოფნა მიყვარს, მაგრამ თვითონ ვერ ჩერდება სახლში ჩემს გვერდით;2.თუ ვიღიმები ზედაც არ მიყურებს, საკმარისია კოპები შევკრა, მაშინვე მორბის ჩემთან ჩასახუტებლად;3. კი;4.კი;5.მე კი მიყვარს მასთან საუბარი მაგრამ მას არ უყვარს ჩემი მოსმენა;6.მადლობა არასდროს არ მავიწყდება, წყლის მოწოდებაზეც კი;7.მე კი ვუდგავარ გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ პირიქით ძალიან იშვიათად ხდება;8.კი; 9.აქ კი უკვე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ ვიტყვი :(((
19:01 / 14-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი