ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, რომელშიც ქალებს ქმრის არჩევა და ყიდვა შეეძლოთ ერთ ქალაქში გაიხსნა მაღაზია, რომელშიც ქალებს ქმრის არჩევა და ყიდვა შეეძლოთ. მაღაზიის შესასვლელთან წესები ეკიდა:
1. ამ მაღაზიაში შესვლა ცხოვრებაში ერთხელ შეგიძლიათ მხოლოდ.
2. ჩვენს მაღაზიაში 6 სართულია: მამაკაცების ხარისხი ყოველ სართულთან ერთად უმჯობესდება.
3. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი სართულზე ან ახვიდეთ შემდეგ სართულზე.
4. კატეგორიულად აკრძალულია ქვედა სართულზე დაბრუნება.
ერთი ქალი დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა მაღაზიის მონახულება და ცხოვრების თანამგზავრის პოვნა.
ყურადღებით გაეცნო წესებს, შევიდა მაღაზიაში და დაათვალიერა პირველი სართული. იქ აბრა ეკიდა: "კაცები, რომლებსაც სამსახური აქვთ". გაეღიმა და მეორე სართულზე ავიდა.
მეორე სართულზე აბრა ამცნობდა: "კაცები, რომლებსაც აქვთ სამსახური და უყვართ ბავშვები". გაიღიმა, მაგრამ იქაც არ გაჩერდა და მესამე სართულზე ავიდა.
მესამეზე ეწერა: "კაცები, რომლებსაც აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები და ძალიან ლამაზები არიან". "ოჰო! – გაოცდა ქალი, - ასეთებიც არსებობენ!" თუმცა არც იქ გაჩერებულა და მეოთხე სართულზე ავიდა.
მეოთხეზე ეწერა: "კაცები, რომლებსაც აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან და სახლშიც დაგეხმარებიან~. "ფანტასტიკა!" – აღმოხდა ქალს და მეხუთე სართულისკენ გაეშურა.
იქ ეწერა: "კაცები, რომლებსაც აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები არიან, სახლში დაგეხმარებიან და ძალიან რომანტიკულებიც გახლავან". ძალიან მოუნდა ამ სართულზე დარჩენა და ქმრის არჩევა, მაგრამ მაინც აირბინა მეექვსე სართულზე.
იქ კი ასეთი აბრა დაინახა: "თქვენ ამ სართულზე ხართ კლიენტი №2816973, და გაცნობებთ, რომ აქ არ არიან კაცები. ეს სართული მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, ქალის დაკმაყოფილება შეუძლებელია. მადლობას გიხდით ჩვენი მაღაზიის სტუმრობისთვის!"
სხვათა შორის, ამ მაღაზიის პირდაპირ კარგა ხანია მუშაობს "ცოლების მაღაზია". პირველ სართულზე არიან ქალები, რომელთაც უყვართ ინტიმური ურთიერთობები. მეორე სართულზე – მდიდრები, რომლებსაც უყვართ ინტიმური ურთიერთობები. მე-3-დან მე-6 სართულამდე კი ჯერ არავის შეუჭყეტია...