რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება - 4 ძირითადი კრიტერიუმი
რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება - 4 ძირითადი კრიტერიუმი
ამბობენ, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც ღალატისგან დაცულია. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება, ქალი გაწამებულია ქმრის "გარე-გარე" კავშირებით. ბევრია ისეთიც, სადაც ქალს წარმოდგენაც არ აქვს ქმრის "სარეცელსმიღმა" ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა მოღალატე ქმარი, ალბათ მაინც საინტერესოა იმის გაგება, მაინც რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება.
რა უბიძგებს დაოჯახებულ მამაკაცს ახალი რომანის გაბმისკენ? ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს, თუმცა მეცნიერებმა მაინც სცადეს მასზე პასუხის გაცემა. ცოლქმრული ერთგულების თემა ხომ ცივილიზებული მსოფლიოს პრაქტიკულად, გადაუჭრელი პრობლემაა.

აი, რა დაადგინეს მკვლევარებმა:

1.
ამერიკელი მეცნიერების აზრით - რაც უფრო მაღალია ცოლის ხელფასი, კაცი მით უფრო ხშირად აბამს რომანებს სახვა ქალებთან. ყველაზე მყარი კავშირი იმ წყვილებს შორის დაფიქსირდა, სადაც ქმარს 1/4-ით მეტი ხელფასი აქვს ცოლზე.

2. ქმრის ერთგულება მის ინტელექტზეა დამოკიდებული - ეს დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკეთეს. რაც უფრო ჭკვიანია კაცი და მაღალი IQ აქვს, მით ნაკლებია მისგან ღალატის შანსი.

3. ქმრის ერთგულება მის წონაზეც არის დამოკიდებული - ანუ რაც უფრო მსუქანია, მით უფრო ერთგულია. ბრიტანელი მკვლევარების გამოკითხვამ ცხადყო, რომ კარგი აღნაგობია კაცების 80%-ს უღალატია პარტნიორისთვის. მსუქან კაცებს შორის კი მხოლოდ 16% აღმოჩნდა მოღალატე.

4.
წარმატებული მამაკაცი ხშირად იკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს არაცოლქმრულ სარეცელზე - ეს იტალიელების დასკვნაა. კაცს, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს, სამუშაოში იმაზე მეტს დებს, ვიდრე რიგითი ადამიანები და სულ "საქმეებშია" ჩართული, საყვარლებიც ხშირად ჰყავთ.

ეს დასკვნები წყვილთა რეალური გამოკითხვის შედეგად გაკეთდა და აქედან გამომდინარე, სიმართლის მარცვალი მათში ნამდვილად დევს, თუმცა, ყველა პიროვნება ინდივიდია და არავინ იცის, როდის ვის რა უბიძგებს ღალატისკენ - მსუქანი მოღალატეებიც არსებობენ, ჭკვიანებიც და შეძლებულებიც. თუმცა ეს კრიტერიუმები მაინც შეადარეთ თქვენს პრაქტიკას და დაადგინეთ, იმყოფებით თუ არა "რისკის" ქვეშ.
9921
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
tamari
0
IQ -ზე არ ვიცი მარამ აგზრდაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერტგულება . კიდევ ერტ რამეზე ბევრი ქალი ქმარს სამაგიეროს ერტი უაზრო კაპრიზიტ უხდის ქმარს რომ უნდა სექსუალური ურტიერტობა კველაპერს იმიზეზებს ამისტვის ან პირდაპირ ეუნება წადი და იm ბოზს მოსტხოვეო ამიტ უბიდზგებს კაცსს გალატისკენ. ბევრი მსუქანა კაცია რომ გალატობს ცოლსს . სახლში ტუ კაპასი და მუდამ მოჩხუბარი ან მოწუწუნე ცოლი ჰყავს კაცსს წავა აბა არწავა და უგალატბს აბა რას იზავს?
05:02 / 09-10-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი