გოგონა არ გაჰყვა ბიჭს ცოლად სოციალური მდგომარეობის გამო...
გოგონა არ გაჰყვა ბიჭს ცოლად სოციალური მდგომარეობის გამო...
ერთ ღარიბ ბიჭს მდიდარი კაცის ქალიშვილი შეუყვარდა და ხელი სთხოვა. გოგონამ ასე უპასუხა:
- ჩემი ყოველდღიური ხარჯები შენი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისია. ჩვენ არ გვიწერია ერთად ყოფნა, ვერ შეგიყვარებ, ამიტომაც ჯობს ვინმე შენი წრიდან მოძებნო, შენი შესაფერისი.

ბიჭმა გოგო ვერ დაივიწყა და ცოლიც აღარ მოუყვანია. 10 წლის მერე ერთმანეთს შეხვდნენ ერთ-ერთ წვეულებაზე. ქალმა მაშინვე უთხრა:
- გამარჯობა! იცი, მე გავთხოვდი. ჩემი ქმარი ათობით ათას დოლარს შოულობს, თანაც ძალიან ჭკვიანი და ლამაზია.

კაცს არ ესიამოვნა ამის მოსმენა თავისი ოცნების ქალისგან. ამ დროს მათ ქალის
ქმარი მიუახლოვდათ:
- სერ, თქვენც აქ ხართ? მოგესალმებით. გაიცანით ჩემი ცოლი.

კაცმა თავი დაუქნია და წავიდა. ქმარმა კი ცოლს უთხრა:
- ეს ჩემი უფროსია. იმ მრავალმილიონიანი პროექტის ხელმძღვანელია, რომელზეც გიყვებოდი. ძალიან კეთილი ადამიანია, მაგრამ ყოველთვის ნაღვლიანი აქვს თვალები. თურმე ერთ დროს ერთი გოგო უყვარდა, რომელიც ცოლად არ გაჰყვა. წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნებოდა ახლა ის ქალი...

ქალმა თავის წარსულს გადახედა, თვალები აუცრემლიანდა და ყელში ბოღმის ბურთი მოაწვა.



19494
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
maia maia
0
ჯიბეგაფხეკილობაში ცოლებსაც დიდი წვლილი აქვს გოგოებოო..ჩემი ქმარი არ იყო დიდი ქონების პატრონი როცა გავყევი,დაუზარელი და მშრომელი ადამიანია და მეც მის ნაშრომს გონივრულად ვაბანდებ,მოკლედ რამდენიმე წელია ერთად ვართ და უკვე იმდენი შევიძინეთ,ცოტახანი შეიძლება დასვენება...მხოლოდ ქმრებს ნუ დავდებთ ბრალს უიღბლობაშიიი
13:41 / 16-08-2015
ankas
0
100%_ით გეთანხმები.რა მათხოვარიც იყო ჩემი ქმარი იგივე დარჩა.
13:10 / 16-08-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი