ბევრს მეორე ნახევრისადმი ნდობაც გაუძლიერდა მას მერე, რაც ერთად უწევთ მსგავს პრობლემებზე ზრუნვა ადრე მიიჩნეოდა, რომ მატერიალური პრობლემები განქორწინებების მთავარი მიზეზი იყო. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევით კი დამტკიცდა, რომ გაჭირვება და ფულთან დაკავშირებული ”საერთო პრობლემები” მხოლოდ ოჯახის სიმყარის სასიკეთოდ მოქმედებს.
სოციოლოგიურმა კვლევამ უჩვენა, რომ ყოველი მეხუთე ბრიტანელი დაშორდებოდა თავის მეორე ნახევარს, რომ არა ფინანსური პრობლემები. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისას და ერთად მუშაობისას გაცილებით იოლია სახლის, მანქანის და სხვა სახის კრედიტების გადახდა. სხვათა შორის, ბრიტანეთშიც ძირითადად კრედიტით იძენენ ქონებას, ოღონდაც, ჩვენგან განსხვავებით, იქ ცოტა უფრო რელისტური პროცენტებია.
გარკვეულმა ნაწილმა ისიც აღიარა, რომ სულაც არ უყვარს მეორე ნახევარი, უბრალოდ, ასე უიოლდება მატერიალური ცხოვრება. მხოლოდ 20-მა პროცენტმა გაუსვა ხაზი იმას, რომ სიყვარულით ცხოვრობს მეორე ნახევართან და ასევე იმას, რომ ერთობლივი ფინანსური ვალდებულებების - ბინის იპოთეკის თუ სხვა გადასახადების გამო, უფრო მეტ სიმყარეს და სიმტკიცეს გრძნობს ოჯახში და მეორე ნახევრისადმი ნდობაც გაუძლიერდა მას მერე, რაც ერთად უწევთ მსგავს პრობლემებზე ზრუნვა.