საუკეთესო პოტენციური ქმრების სამეული ალბათ იშვიათია მამაკაცი, რომელიც თავს იდეალურ მეოჯახედ ან მეუღლედ არ მიიჩნევს. თუმცა, თუკი ასეთები არსებობენ კიდეც, ასეთ ინდივიდებს არც იმის აღიარება რცხვენიათ, რომ ოჯახი მათი საქმე არაა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები სხვადასხვა ფსიქოტიპის პერსონებად იყოფიან ზოდიაქოს მიხედვით. ამიტომ კონკრეტული ნიშნებიც არსებობენ, ვისაც ჩანსახშივე აქვს მიდრეკილება, იყოს კარგი მეუღლე და პარტნიორი, მაშინ როცა სხვები ლამის მთელი ცხოვრება ანდომებენ ამის გაცნობიერებას.
ამ მხრივ საუკეთესო პოტენციური ქმრების სამეულიც არსებობს. გადახედეთ იქნებ მათ შორის თქვენი რჩეულიც აღმოაჩინოთ.
კურო - სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია. არ უყვარს ცვლილებები, მათ შორის არც პარტნიორების კუთხით. თუმცა, თუკი ის ატიპურთა რიცხვს განეკუთვნება, შესაძლოა არ იყოს მთლად ასე. კურო მიწის ნიშანია, მოსწონს საკუთარი ცხოვრების ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, აფასებს კომფორტსა და ერთგულებას. თავადაც აქვს უნარი იყოს კარგი ქმარი, ერთგული პარტნიორი და მზრუნველი მეორე ნახევარი, თუკი იგივეს პარტნიორის მხრიდანაც ხედავს. კურო ძნელად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისთვის ლოდინი მოგიწევთ, სანამ იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი. თუმცა მერწმუნეთ, ლოდინი ღირს ამად. გაგრძელება