3 რამ, რასაც მამაკაცი ყველაზე მეტად აფასებს ქალში
3 რამ, რასაც მამაკაცი ყველაზე მეტად აფასებს ქალში
ქალისა მა მამაკაცის ურთიერთობის ფსიქოლოგია ყოველთვის აქტუალური თემაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი ცოლქმრული ურთიერთობის დროს, რადგან წყვილმა თანაცხოვრეის პერიოდში არაერთ გამოცდასა და რთულ პერიოდს უნდა გაუძლოს.
ქალები ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რომ სასურველი მამაკაცი შეინარჩუნონ. ძლიერ სქესს კი თავისი სისუსტეები აქვს, რასაც კაცები არასდროს აღიარებენ. რამდენიმე ცხოვრებისეული დეტალი მამაკაცისთვის აუცილებელია, რათა თავის შინაგან კრიზისებს გაუმკლავდეს. თუ ქალში ამ "დეტალებს" ხედავს, მისთვის ფასდაუდებელი თანამგზავრი ხდება.

მოსმენის უნარი
კაცს მოთხოვნილება აქვს, ამოთქვას ყველაფერი, რაც მის გეგმებს ეხება, უყვარს თავის წარმატებებზე საუბარი. ყველაზე სიტყვაძუნწ
კაცსაც ახასიათებს ეს. ფსიქოლოგების აზრით, სინამდვილეში მამაკაცებს ქალში მოსმენის უნარი მეტად იზიდავთ, ვიდრე გარეგნობა ან ინტელექტი.

რეალიზებული ქალი
რაც არ უნდა მოსწონდეთ კაცებს სუსტი ქალები, მათზე ზრუნვა და დაცვა, რეალიზებულ ქალს მათ თვალში სხვა პეწი აქვს. საქმე, ჰობი და პიროვნების განვითარება რეალიზებულ და დამოუკიდებელ ქალად გაქცევთ. ასეთი ქალის გვერდით ყოფნა კი მამაკაცისთვის ძალიან კომფორტულია.

ქალური და არა დედობრივი სიყვარული
ამბობენ, რომ კაცები დიდი ბავშვები არიან. სინამდვილეში დედობრივი მზრუნველობა მათ არ სჭირდებათ. ეცადეთ აგრძნობინოთ, რომ გიყვართ როგორც მამაკაცი და არა როგორც "დიდი ბავშვი" ან შვილების მამა.

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს 3 ფაქტორი აუცილებელია კაცისთვის. როცა ამ სამეულოდან რომელიმე აკლიათ, ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.
რა თქმა უნდა,
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სხვადასხვა პრიორიტეტი გააჩნია, თუმცა მაინც შეხედეთ თქვენს ურთიერთობას სხვა თვალით. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რამდენად აკმაყოფილებთ ერთმანეთისთვის სასიცოცხლო მოთხოვნებს.
19249
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
M / M
0
Я влюбляюсь не в людей, а в их отношение ко мне__ მამაკაცები განსაკუთრებით ქართველები ამით ხელმძღვანელობენ ურთიერტობებში და ძალიანაც სწორია ეს!
23:23 / 01-09-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი