როგორ ვებრძოლოთ ქმრის საყვარელს: ყველაზე პოპულარული მეთოდები
როგორ ვებრძოლოთ ქმრის საყვარელს: ყველაზე პოპულარული მეთოდები
ერთ-ერთმა საიტმა ქალბატონებს დაუსვა კითხვა: "რას იზამდით, თუ გაიგებდით, რომ თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავს?" აი, რა შედეგები აჩვენა გამოკითხვამ...

ნეტარ არიან მორწმუნენი...
ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქალების 59%-ს სჯერა ქმრის და მის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება. აი, დანარჩენმა 40%-მა კი საკუთარ თავზე გამოსცადა ქმრის ღალატი. რეაქცია კი ამ ყველაფრის მიმართ სხვადასხვაგვარი იყო.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ...
მაშ ასე, ცოლების 10%-მა მეორე ნახევრისთვის პარტიზანული ბრძოლის მეთოდი არჩია, რომლის დროსაც ტიპური
ქალური ტაქტიკა გამოიყენა: მან თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი იცოდა და საკუთარ ქცევებს გადახედა: ყურადღებიანი გახდა ქმრის მიმართ (ეს ყველაზე პოპულარული მეთოდი აღმოჩნდა). ”მე იმაზე უკეთესი გავხდი, ვიდრე საყვარელი”, - აღიარა ერთ-ერთმა მოტყუებულმა ცოლმა.

7%-მა გადაწყვიტა, ქმრის საყვარელს გულახდილად დალაპარაკებოდა. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ ქალს ჰყოფნის გამბედაობა, ცოლიან კაცთან გააბას რომანი, მაგრამ იმის გამბედაობა ცოტას თუ ჰყოფნის, რომ არსებული სიტუაცია საყვარლის კანონიერ ცოლთან განიხილოს.

ქალების 3%-მა, რომელიც შეხვდა ქმრის საყვარელს, ”ქალური საუბარი" ჩხუბით დაასრულა.

საოცარია, მაგრამ გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთმა ქალმა გაბედა და... გულახდილად დაელაპარაკა ქმარს (სხვათა შორის, ბევრი ფსიქოლოგი გირჩევთ, რომ ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება მოხდეს ქორწინებაში, ეს დუმილია, როცა ქალიცა და
კაციც დუმს და ერთმანეთში არ საუბრობენ პრობლემის შესახებ).

და კიდევ ერთმა გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა ”გაფუჭებული ტელეფონის” თამაში და მზად არის, საფრთხეს სახეში ჩახედოს: ”დავსხედით სამივე. ქმარმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა - მე პირველ ადგილზე, ის კი საბოლოოდ გაუშვა თავისი ცხოვრებიდან”.

გამოკითხვაში მონაწილეთა კიდევ 6% დარწმუნებულია, რომ საყვარელი მისი ოჯახის არევაში ”დამნაშავე” არ არის და ყველაფერი ქმრის ბრალია... და მეუღლეს მორალური ზიანისთვის კომპენსაციაც მოსთხოვა: ”მიღალატა? ჰოდა, გადაიხადოს - თუ უნდა, ბრილიანტებით”.

5% მთელი ძალით ცდილობდა, ქმრის თანდასწრებით დაეცინა მისი საყვარლისთვის. ზოგიერთმა კი მაკიაველის ანდერძი გამოიყენა და მიზანმიმართულად გაამართლა საშუალება. ”დავუდაქალდი მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი შური ვიძიე”.

”დავუბლოკე ორივეს ურთიერთობის ყველა საშუალება - ჟანგბადი გადავუკეტე”. ერთ-ერთ მონაწილეს განსაკუთრებული შემთხვევა ჰქონდა, თუმცა ამას არ შეუშინდა და... ”ჩემს ქმარს საყვარელი მამაკაცი ჰყავდა. ამიტომაც მომიწია სხვა ქალაქში გადავსულიყავი და მეუღლე სამუშაოთი მაქსიმალურად დამეტვირთა”.

დაბოლოს, გამოკითხულთა 1%-მა ყველაზე არასაიმედო მეთოდი გამოიყენა, რომელიც ხშირად ყველაზე ცუდ შედეგს იძლევა. მათ მოადუნეს ყურადღება და სასიყვარულო სამკუთხედი ნებაზე მიუშვეს... ბრძოლის მეთოდად კი დაფეხმძიმება გამოიყენეს.

არ ვდავობთ, ეს ზოგიერთი ქმრისთვის მუხრუჭი იქნებოდა და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ საქმე ისაა, როგორია, ბავშვი ისეთ ოჯახში გაიზარდოს, სადაც დედა და მამა ერთად ბედნიერნი არ არიან?! გაგრძელება
4837
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```