ამბავი ნამდვილ სიყვარულზე - გამოცდა, რომელსაც მხოლოდ ცოლმა გაუძლო
ამბავი ნამდვილ სიყვარულზე - გამოცდა, რომელსაც მხოლოდ ცოლმა გაუძლო
- სად იყავი?
- დედა ვინახულე...
- რამდენჯერ შეიძლება? ბოლო დროს სულ იქ დადიხარ...
გაბრაზდა ქმარი... ცოლი კი ჩუმად უსმენდა...
- შეიცვალე, ასეთი არ იყავი... 5 წელია ერთად ვართ და უკვე ნერვებს მიშლი, იქნებ სხვა მოვძებნო?
- როგორც გინდა... - მშვიდად უპასუხა ცოლმა, თან სუფრას შლიდა...

ის არ ელოდა ასეთ პასუხს. ადგა და გავიდა სახლიდან. სადარბაზოში ნომერი აკრიფა...
- ალო!!! გამარჯობა, საყვარელო!!! რას საქმიანობ?
- მმმ))) ფისუნია!!! ახლახანს გავიღვიძე... მომენატრე)))
- ჩემო გოგონა!!! ძალიან მომშივდა, მაჭმევ რამეს?
- რა თქმა
უნდა))) გელოდები!
კმაყოფილმა გაიღიმა და დაქოქა მანქანა... შეიარა ყვავილების მაღაზიაში და იყიდა წითელი ვარდები... ”მისი საყვარელი ყვავილები”, - გაიფიქრა...
გზად დაინახა, ერთ ადგილას ხალხმრავლობა იყო... ძლიერი ავარია მომხდარიყო... სასწრაფო დახმარების მანქანაში საკაცით მამაკაცი გადაჰყავდათ, რომელსაც ერთი ფეხი მოგლეჯილი ჰქონდა...
უცებ ერთმა აზრმა გაუელვა. მოაბრუნა მანქანა და თავის მეგობართან (ქირურგთან) საავადმყოფოში წავიდა. შევიდა კაბინეტში და სთხოვა,  მისთვის ცოტაოდენი დრო დაეთმო.
- შენი დახმარება მჭირდება, ერთი გოგონას შემოწმება მინდა... დამეხმარები?
- ვინმე გყავს ცოლის გარდა?
- ჰო!!! საყვარელი...
- საყვარელი? ოდესღაც შენს ცოლს თვლიდი ერთადერთ საყვარელ ადამიანად.
- ეგ ადრე იყო... ის ახლა სულ სხვანაირი გახდა, ისეთი აღარ არის როგორიც ადრე.
-მე დაგეხმარები... მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი
ცოლი არაჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, შენ ხარბი ხარ და ვეღარ ამჩნევ ამას... შენ არაფერი არ გყოფნის...
კაცმა ყურადღება არ მიაქცია მეგობრის სიტყვებს.

- ალო? საყვარელო!!! უკვე მოხვედი?
- გამარჯობა... ქალაქის საავადმყოფოდან გირეკავთ... თქვენი ნომერი იყო ბოლოს აკრეფილი... ახალგაზრდა კაცი ავტოკატასტროფაში მოხვდა... ძლიერად დაშავდა...
- რა დაემართა? ცოცხალია?
- ცოცხალია... მაგრამ ორივე ფეხის ამპუტაცია მოგვიხდა... გადარჩება... მოხვალთ?
- იცით, ის უბრალოდ ნაცნობია. მის ცოლს დაურეკეთ. ტელეფონში მოძებნეთ ნომერი. აღარ დამირეკოთ თუ შეიძლება....
გოგონამ ყურმილი დაკიდა... ახალგაზრდა მამაკაცი კი შოკში იყო.

- შენს ცოლს ხომ არ დავურეკოთ?
- ალბათ, მასაც არ ვჭირდები.
- სანამ არ დავრეკავთ, ვერ გავიგებთ!
- კარგი... დარეკე.
- დიანა, გამარჯობა!
- როგორ ხარ, დავით?
- დიანა... არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს... შენი ქმარი ავარიაში მოჰყვა...
- რა? ცოცხალია? რა მოუვიდა?
- კრიტიკულ მდგამარეობაშია... კომაშია...
- მოვდივარ... მალე ვიქნები...

- გავაგრძელოთ შემოწმება? - იკითხა ქმარმა...
- არ გეყო, რაც მოისმინე?
- არა... მაშინვე დამტოვებს, როგორც კი გაიგებს, რომ დიდხანს ვერ გამოვჯანმრთელდები...

- სად არის? - ისტერიკით შემოვარდა ცოლი...
- ჩუმად... დაწყნარდი... პალატაშია, წამოდი გაგაცილებ. 

ქალმა საწოლთან მიირბინა. ტიროდა და თან ხელებს უკოცნიდა...
- საყვარელო... ძვირფასო... გემუდარები, არ დამტოვო... ვერ შევძლებ უშენოდ.... ოღონდ დამიბრუნდი... ვიცი, გავცივდი შენ მიმართ, იმიტომ, რომ ჩემთან ის გოგო მოვიდა და მითხრა, რომ ერთად ხართ... მე ვერ შევძელი წასვლა... დედასთან კი არა, მთელი დღეები საბავშვო მოედანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, დავდიოდი ჩვენი შეხვედრის ადგილებში... ყველაფერს გაპატიებ, გაგიშვებ მასთან, თუ გინდა, ოღონდ იცოცხლე... გთხოვ...
ქმარმა ვეღარ მოითმინა... ტირილი აუვარდა და თავის ცოლს ჩაეხუტა...
- მაპატიე, საყვარელო... მე დავივიწყე ის ფასეულობები, რისთვისაც წლების წინ თავდავიწყებით შემიყვარდი... გპირდები, არასოდეს გატკენ გულს, მუდამ შენი ერთგული ვიქნები... მაპატიე კიდევ და მრავალჯერ...
50214
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
nona
0
ნათიას ვეთანხმები
23:46 / 29-12-2016
Tata
0
Aseti kaci swored mag sayvarelisnair qals imsaxurebs.apatio ara unda miagdo.gvian mixvdeba mdz....s chamas magram agaraperi eahveleba.aset kacs ar unda apatio.iseve rogorc kaci ar patiobs qals.qali romelic amas apatiebs uaresis girsia.p.s.mogalate kactan guli agarc mimiva,momentalurad shemzizGdeba
15:31 / 28-12-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი