ეს სტატია აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ ბევრი ქართველი ქმარი და უცხოეთში წასული ქართველი ქალი აქ საკუთარ თავს ამოიცნობს თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ეს სტატია აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ ბევრი ქართველი ქმარი და უცხოეთში წასული ქართველი ქალი აქ საკუთარ თავს ამოიცნობს.
"პირველად უნიტაზი რომ გავხეხე და ფეხსაცმლის ძირები დავწმინდე, შემთხვევით სარკეში ჩემს თვალებს ჩავხედე... იქ იყო გამომშრალი შიში.. ტირილი მინდოდა, მაგრამ სად იყო ცრემლი.. ცრემლი ფუფუნება გამხდარიყო ... ახლა კი ისე მივეჩვიე, თითქოს საკუთარ სახლში, საკუთარ, ძვირადღირებულ საწოლს ვალაგებ",- ასე მხატვრულად, ემოციის გარეშე დაიწყო საუბარი... ეს სიტყვები დაწერილი ჰქონდა, მაგრამ წერილს ადრესატი არ ჰყავდა. ვისთვის უნდა გაეგზავნა.
რა აზრი აქვს გაუგზავნოს შვილებს, მეუღლეს და ნათესავებს... მათ ხომ პრობლემა და პირადი ემოციები ასეთ დროს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის მთავარია "ბებო, ან ბაბუ არ მოკვდეს", ან კრიზისი არ იყოს იმ ქვეყანაში...
არც მე წამიკითხავს ეს წერილი, მე ეს მოვისმინე. "ცრემლი ფუფუნება გამხდარიყო" ამ სიტყვებზე არც მე ჩამომვარდნია ცრემლი ლოყაზე, მაგრამ ვიგრძენი ძალიან დიდი ტკივილი, მე გავხდი ყველა ის ქალი, ვინც ახლა სადღაც ვიღაცის უნიტაზს ხეხავს, .... და რაც მთავარია, ამ ყველაზე საშინელ რეალობაში ისეთი ინტელექტის, ისეთი მდიდარი სულის ლამაზი ქალი დავინახე, რომელმაც ყველა შავი სამუშაო, ყველა მატერიალურად მდიდარი ადამიანი დაჩრდილა.
და ახლა, ძალიან შორს არის ის ქალი, რომელსაც ცხოვრებამ წაართვა ემოცია და იმდენად დაჩაგრა, რომ - ცრემლიც ...
მას და მისნაირებს აქ ჰქონდათ ემოციები, გრძნობები და ოცნებები მომავალზე. ისინი კითხულობდნენ ბალზაკს, გოეთეს, დუმბაძეს და ვეფხისტყაოსანს... კითხულობდნენ და ესმოდათ...
ისინი ჩამოდიან დროებით, მაგრამ საათებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან იქ... იქ, სადაც არც მისი ოჯახია, რაც მეუღლე, არც შვილები და არც ნათესავები, მაგრამ იქ ყველაზე კარგად ესმით მისი. იქ არიან ქალები, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, ეხმარებიან, კრედიტებს უხდიან და საერთო ტკივილს იზიარებენ.
აქ რჩებიან ცოლის ფულით გაყოყოჩებული კაცუნები და ყოველ თვეში გზავნილით მიღებულ შემოსავალს უბნის ბირჟაზე, ან რესტორნებში ხარჯავენ.
რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში მოვხვდი, გადასხმას ერთი ქალბატონი მიდგამდა, რომელიც სულ ჩემთან იჯდა. ბევრი მესაუბრა და საზღვარგარეთ წასულ ქალებსაც შეეხო. ბოლოს ღიმილით მითხრა: "ჩემი ბიჭი მეჩხუბება, რატომ არ მიდიხარ შენ საზღვარგარეთ, ყველა რომ მიდისო. მე რომ გავიკვირვე, რატომ უნდა წავიდე, სამსახური აქაც მაქვს-მეთქი, ასე მიპასუხა: "ფულებს გამოგვიგზავნიო"...
გაგრძელება