ვინ არის ოჯახში უფროსი - რამდენიმე რჩევა ოჯახური დიპლომატიის საკითხებზე
ვინ არის ოჯახში უფროსი - რამდენიმე რჩევა ოჯახური დიპლომატიის საკითხებზე
ქალისა და მამაკაცის როლები ოჯახებში სხვადასხვაგვარადაა განაწილებული. ზოგს ქალები მართავენ, ზოგან მმართველობა დაბალანსებულია, ზოგიერთი ოჯახი კი კვლავ კაცის მეთაურობით ცხოვრობს.

თანამედროვე ოჯახის ბიუჯეტს ქალი და მამაკაცი ძირითადად ერთიანი ძალისხმევით ავსებს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაზე ჰარმონიულ წყვილებს შორისაც იწყება ფარული თუ აშკარა ბრძოლა თემაზე "ვინ არის აქ უფროსი?"

სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ბევრჯერ დაადასტურა, რომ ჯერ ისევ მყარად არის შემორჩენილი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ოჯახი ქმარმა უნდა არჩინოს, ცოლი კი საოჯახო საქმეებით უნდა დაკავდეს. თანამედროვე მამაკაცი დღესაც იგივეს აკეთებს, რასაც ასი წლის წინ
- მუშაობს. ქალის სახემ კი ძლიერი ევოლუცია განიცადა - დღეს დიასახლისი შვილებსაც ზრდის, ოჯახსაც უვლის, სახლსაც, და მუშაობს კიდეც. სამწუხაროდ, ამას ბევრი მამაკაცი ვერ აფასებს, ზოგი ფიქრობს, რომ ასეც უნდა იყოს, ზოგს კი ცოლის კარიერული მოღვაწეობა არ მოწონს, მაგრამ მისი ხელფასის ხათრით ჩუმადაა... რას ფიქრობენ ამ დროს ქალები? მათ ლოგიკურად უჩნდებათ კითხვა - "უკაცრავად და.. ვინ არის აქ უფროსი?"

კაცი - თავია, ქალი - კისერი
როცა საოჯახო საქმის განაწილებაზე მიდგება ჯერი, კაცები როგორც წესი, დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ. თუ თქვენს მეუღლეს არ სურს, სახლის მილაგებაში მოგეხმაროთ, მაშინ მეტი ტაქტის მოშველიება მოგიწევთ. ეცადეთ, ტონი
მაქსიმალურად შეარბილოთ - გამორიცხეთ ბრძანებითი კილო, ისტერიკა, მუქარა და შანტაჟი - ეს ყველაფერი თხოვნით უნდა შეცვალოთ. თხოვნას ცოტა წუწუნიც მიაყოლეთ, ან ჩივილი, რომ ძალიან გადაიღალეთ. რაც არ უნდა ჯიუტი ქმარი გყავდეთ, საყვარელი მეუღლის გაჭირვება ოდნავ მაინც შეუტოკებს გულს. სამწუხაროდ "ერთ მშვენიერ დღეს" ყველაფერს ვერ მიაღწევთ, ამიტომ ეს ტაქტიკა თავიდანვე, მიზანმიმართულად ამოქმედეთ და დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად მიიღებთ. სამაგიეროდ, როცა ქმარი დახმარებას გაგიწევთ, მის მიმართ მადლიერების გამოხატვა არ დაგავიწყდეთ, აგრძნობინეთ, რომ ასეთი საქციელით ის თქვენს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა.
თუ შედეგი აგვიანებს, ამის გამო პასუხს ნუ მოსთხოვთ. მოთმინება გამოიჩინეთ, ბოლო-ბოლო ოჯახში ჰარმონიისთვის იბრძვით და არა აყალ-მაყალის მოსაწყობად.

ვაჟკაცი ქალები
ზოგიერთ ქალს ხასიათში აშკარად გამოკვეთილი აქვს ლიდერის თვისებები. ისინი სამსახურშიც მბრძანებლობენ და სახლშიც, სხვანაირად არ შეუძლიათ. თუ ასეთ ძლიერ ქალს ქმარი ყველაფერში ემორჩილება, შეიძლება მის მიმართ პატივისცემაც დაკარგოს. ასეთი ქალები ქვეცნობიერად ყოველთვის ელიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს კაცი გამოუცხადებს, შენ დაისვენე, საქმეებს დღეიდან მე მივხედავო...
ქალი, რომელიც ბრძანებების გაცემას მიეჩვია, ურთიერთობაში უხეშდება, წინააღმდეგობას ვეღარ იტანს. მაგრამ თუ უნდა, რომ თავი სუსტ და ნაზ არსებად იგრძნოს, ბრძანებითი კილო თხოვნით უნდა შეცვალოს. სხვანარად დიდი შანსია, რომ კაცმა მოთმინება დაკარგოს...

ოჯახი - თქვენი სახელმწიფო
ოჯახის თანაბარუფლებიანობით მართვა ალბათ იდეალური შემთხვევაა. ასეთ შეხმატკბილებულ წყვილებს ლიდერობისთვის ბრძოლა არ სჭირდებათ, ისინი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს და ერთმანეთის სურვილებს ითვალისწინებენ... მაგრამ არსებობენ ასეთი წყვილები? თეორიულად, ალბათ, კი... სინამდვილეში იდეალური ოჯახი ორმხრივი დათმობის, სწორი დიპლომატიის და კეთილმეზობლური პოლიტიკის შედეგია. ოჯახი ხომ პატარა სახელმწიფოა, სადაც თქვენ პრეზიდენტი თუ არა, პრემიერ-მინისტრი მაინც ხართ. ანუ საკმარისი ბერკეტი გაქვთ იმისთვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა დაამკვიდროთ.
ტეგები: ოჯახი
3327
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?